#25257408 · 2 May 2011, 12:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფსიქოლოგის აზრი მაინტერესებს,იქნებ დამეხმაროთ ))))) .......საერთოდ ემოციური ვარ ისედაც,მაგრამ ეს ბოლო პერიოდი ძალიან "ავირიე". სულ უმნიშვნელო რამეზე შეიძლება ისე ჩავიციკლო რო ნერვიულობისგან ცუდად გავხდე და პირიქით. ერთხელ ვიღაც კაცს მანქანით ცოტა ჩქარა ჩავუარე და ნერვიულობით ორი კვირა არ მეძინა,რატო იცით? მთელი ღამეები იმას ვფიქრობდი, ხომ შეიძლება იმ კაცს შეეშინდა და რამე მოუვიდათქო. დედას გეფიცებით არ ვაჭარბებ. მერე ექიმთან მომიწია წასვლა და შპრიცი როგორ გახსნა არ დამინახავს და ამაზე ავიკვიატე რო უეჭველი უკვე გამოყენებული იყო და ეხლა რაღაც დამემართებათქო. მოკლედ ესეთი რაღაცეები,თან ამ ყველაფერზე ისე ვკონცეტრირდები რომ რაზეც არ უნდა ვფიქრობდე ბოლოს მაინც ამ საკითხამდე მივდივარ...... არადა რაც მართლა სანერვიულოა იმაზე ძალიანაც რო ვეცადო ვერ ვნერვიულობ,ისეთი პრობლემები იყო რო ყველა ნორმალური ადამიანი გულთან მიიტანს და განიცდის,მე კიდე აი ვეერ.... გავიგებ და მორჩა,არანაირი რეაქცია აღარ მაქ :| :| :|
--------------------
გიყვართ ბრამსი?.......
An evil dictator of taste.......... ©
Don't cry, buy a bag and then get over it..........
Только у баранов послушные овечки. У льва – гордая львица!!! .......
U are like snow, beautiful but cold...... ©
|