mamuka-SRV
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10358
წევრი No.: 83158
რეგისტრ.: 24-January 09
|
#25258818 · 2 May 2011, 14:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"გირგვლიანის ტრაგედიამ უკვე გამოიწვია საქართველოს ცხოვრებაში ძვრები. პირველი მნიშვნელოვანი საპროტესტო გამოსვლებიც სწორედ ამ ამბავთან იყო დაკავშირებული. და თუ ძვრებს კიდევ გამოიწვევს მომავალში, ისევ ანალოგიური ხასიათისა თუ იქნება, თორემ მეორე ვარიანტი რა არის? ხელისუფლებამ უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას სამართლის სფეროში და შეცვალოს არსებული მდგომარეობა. მაგრამ ეს, ვფიქრობ, ნაკლებად არის მოსალოდნელი, ისევე, როგორც გირგვლიანის საქმეში მონაწილე დამნაშავეები ფაქტობრივად გაათავისუფლა, რითაც პრაქტიკულად აღიარა თანამონაწილეობა დანაშაულში", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სასწრაფოდ შესაცვლელია სასამართლო პოლიტიკა საქართველოში" / "რუსეთს დასავლეთის ჭკუის სასწავლებლად სჭირდება ხოლმე საქართველოს გალახვა შიგადაშიგ და ამას ახერხებს კიდეც".
"ანალოგიურად არსებობს ბევრი სხვა დანაშაული, რომელშიაც ამ ხელისუფლების მაღალი ეშელონების ინტერესებია ჩადებული. შესაბამისად, თუ სამართლის პოლიტიკა კარდინალურად შეიცვლება, ხელისუფლებას ძალზე ახლობელი წრის გაწირვა მოუწევს. ეს კი დაუშვებელია, რადგან მას ის ახლობლებიც გაწირავენ. ასე რომ, ხელისუფლება, რომც არ უნდოდეს, იძულებული იქნება, გააგრძელოს ეს პოლიტიკა, რათა ძალაუფლება და თავი შეინარჩუნოს. ასე რომ, სამთავრობო ხაზით, განაჩენი, ალბათ, ცვლილებას არ გამოიწვევს. აი, ხალხი თუ მოინდომებს რისამე შეცვლას და გაპროტესტებას, ეს უკვე მისი პრეროგატივაა... როგორც სამართლის პოლიტიკაში ცვლილებებია სახიფათო ხელისუფლებისთვის, იგივე ითქმის საარჩევნო სისტემაში ცვლილებებზეც. ყველაფერი, რაც ხელისუფლებაში მყოფ ჯგუფს ემუქრება ძალაუფლების ჩამორთმევით, მისთვის არასასურველი და სახიფათოა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"ბევრი ის საქმე ამოტივტივდება, რაზეც მას პასუხს მოსთხოვენ. ასე რომ, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას. ამიტომაც ასეთ დროს ავტორიტეტული მხარეების რეკომენდაციები ნაკლებად შედეგიანია, რადგან ავტორიტეტზე მნიშვნელოვანი სიცოცხლეა. რაც უნდა ბევრი უძახოს ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას, არჩევნები კარგად ჩაატარეო, თუკი ეს ხელისუფლებისთვის ციხეში წასვლას ნიშნავს, ბუნებრივია, ამას არ გააკეთებს. შესაბამისად, აღარ მოუნდება არც ამერიკის პარტნიორობა და სიახლოვეც. ასე რომ, ამერიკის რჩევებში გამოხატული სტრატეგია, ვშიშობ, უშედეგო იქნება. მცდარი და მარტივი მეჩვენება ის დამოკიდებულებაც, რომ რაკიღა ამერიკა ამას ამბობს, ე.ი. ხელისუფლების შეცვლა უნდა. ვაშინგტონი შეიძლება აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, მაგრამ მისი შეცვლა არ უნდოდეს. სიმართლე გითხრათ, მე ეჭვი მეპარება რამდენად დგამს თეთრი სახლი ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია და ხელისუფლება შეიცვალოს", - განაგრძობს პოლიტოლოგი.
"მეორე მხრივ, რომც გადაწყვიტოს ამერიკამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, აქვს კი საამისო მექანიზმი? ხომ ხედავთ, რაც ხდება კადაფის გარშემო? მთელი მსოფლიო თავზე ადგას და უძახიან, გადადექიო. მეტიც, ბომბებსაც აყოლებენ შეძახილებს და ეტყობა კადაფის რამე გადადგომის ან დათმობის? ასე რომ, თუ საქართველოს ხელისუფლებამ ჯიუტად გადაწყვიტა სავარძელში დარჩეს, მისი სავარძლიდან ამოძრობა ძალიან ძნელი იქნება. მსოფლიოს უკმაყოფილება არა მგონია, შედეგის მომტანი იყოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვის. ვგულისხმობ პირდაპირ შედეგს, თორემ ირიბი შეიძლება იყოს - თუკი ხალხის პროტესტი ძლიერი იქნა, როგორც არაბულ ქვეყნებშია. ეს არის და ეს - სხვა ინსტრუმენტს მე ვერ ვხედავ", - განმარტავს რამაზ საყვარელიძე.
"... რჩევა, რასაც დასავლეთი ტრადიციულად გვაძლევს, რუსეთთან დაილაპარაკეთ და მერე დაგეხმარებითო, ცოტა არ იყოს, ალოგიკურია, დასავლეთს ავიწყდება, რომ რუსეთთან დალაპარაკება არც მისთვის არის ადვილი. საბჭოთა პერიოდში რუსეთს დასავლეთში უფრო მყარი პოზიცია ჰქონდა, ახლა ის საქართველოსთან გრძნობს თავს ძალიან ძლიერად. ისტორია კი გვეუბნება, რომ იმასთან, ვისთანაც რუსეთი თავს ძლიერად გრძნობს, დიალოგს მაინცდამაინც არ მართავს ხოლმე. ასე რომ, დასავლეთის სტერეოტიპული რჩევა გამაღიზიანებელიც კია. დასავლეთს თავის ატკივება ეზარება, უნდა ყველაზე მტკივნეული საკითხები თავად საქართველომ მოაგვაროს ისე, რომ დასავლეთმა პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან. პოლიტიკის ასეთი მოდელი გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის დიდად სახეირო არ არის. თან, პრობლემა ის არის, რომ რუსეთი საქართველოს სწორედ დასავლეთთან პარტნიორობის გამო ერჩის", - დასძენს რამაზ საყვარელიძე
"რუსეთს დასავლეთის ჭკუის სასწავლებლად სჭირდება ხოლმე საქართველოს გალახვა შიგადაშიგ და ამას ახერხებს კიდეც. თორემ მხოლოდ საქართველო კრემლს იმხელა აგრესიის საბაბს ნამდვილად არ აძლევს, რა სახითაც ის რუსულ პოლიტიკაში ვლინდება ხოლმე. ასე რომ, ნაწილობრივ დასავლეთი არის პასუხისმგებელი ქართულ-რუსული ურთიერთობის ესკალაციაზე. როგორც კი დასავლეთი შეძლებს ურთიერთობის დარეგულირებას რუსეთთან, მაშინვე მოგვარდება საქართველოს პრობლემებიც - ეს გაცილებით ადრე თქვა ბზეჟინსკიმ. ასე რომ, დასავლეთის ძალისხმევა, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, პოლიტიკურ რეალობას არ შეესაბამება და უფრო პოლიტიკური ეშმაკობის ელფერი დაჰკრავს, ოღონდ, საკმაოდ ადვილად დასანახავი ეშმაკობისა", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვას - "ახლო აღმოსავლეთში, როგორც ჩანს, დასავლეთს მაინც მოუწევს არჩევანის გაკეთება სახმელეთო ოპერაციის სასარგებლოდ, სხვაგვარად სიტუაცია არ შეიცვლება. არის კი დასავლეთი მზად ამხელა პასუხისმგებლობისთვის?" - პასუხობს:
"მგონია, რომ დასავლეთი მოუმზადებელი შეხვდა ამ პროცესებს, იმპულსური ნაბიჯები გადადგა. თუ გამოსავალზე არ დაფიქრდა, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება. დასავლეთის რადიკალური ქმედება ისლამისტების წისქვილზე დაასხამს წყალს. დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირება, "ალ ქაიდას" ყველაზე მეტად აძლევს ხელს, რადგან მის მხარეზე მთელი მუსლიმანური სამყარო დადგება. სამხედრო დაპირისპირება დასავლეთის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. დიდი ეჭვი მაქვს, ასეთი მასშტაბური კრიზისი, რაც დასავლეთს იძულებულს გახდის ყველგან თავისი ჯარისკაცი შეიყვანოს, მთლად შემთხვევითი არ უნდა იყოს და შესაძლოა, სწორედ რადიკალ-ისლამისტების ჩანაფიქრთან გვქონდეს საქმე. თუ დასავლეთი ამ პროცესს შეუყვება და დემოკრატიის დამყარებას სამხედრო გზით შეუდგება, ის შესაძლოა, ანკესზე წამოგებული აღმოჩნდეს - რა თქმა უნდა, დემოკრატიისთვის ბრძოლა საჭიროა, მაგრამ უფრო გააზრებული მეთოდებით, ვიდრე რაკეტებითა და ბლიცკრიგებით".
პ.ს. ერთი - ორი ნიუანსის გარდა პრინციპში ყველაფერი ზუსტია. ეს კაცი ადრე მთლად ეგრე არ ფიქრობდა,
--------------------
კარლ მარქსი: ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.....ყოველთვის განსაზღვრავს.
ნიკს ამოფარებული კლავიატურის ლომები :) ფეისზე ბეჭდეთ იგივე თუ ერთი ადგილი გაქვთ :)
|