კარგი თემაა. ზუსტად აქტუალურია დღეს ზოგადად, და ჩემს პირად ცხოვრებაშიც აქტუალურია ეს საკითხი უკვე ძალიან დიდი ხანია.
უპირატესობას რა თქმა უნდა კარგ ადამიანობას მივანიჭებდი.
ოღონდ ისაა, რომ ის ადამიანები რომლებიც ყოველგვარი უზნეობით აღწევენ პოპულარობას და მიზანს, და კარგი წესიერი ადამიანი კი იჩაგრება... მოკლედ, ხანდახან მგონია რომ ამ ამბავს ისეთივე უსამართლო დასასრული აქვს, როგორც დასაწყისი. ანუ კარგი ადამიანები სიკვდილის მერეც კი არ ახსოვთ, როცა ცუდ და ცუდი გზებით მიღწეულ პოპულარულ ადამიანებს კი სიკვდილის შემდეგაც არ აკლიათ "პატივისცემა"...
მოკლედ, ეს ქვეყანა მართლა ჩალითაა დახურული....
ნუგეშად ჩემთვის ისევ რელიგია რჩება, უფრო სწორედ კი ჩვენს რელიგიაში წარმოთქმული მართლაც ბაჯაღლო 9 ნეტარების სიტყვები. და მე მგონია, რომ ნებისმიერი წესიერება, პატიოსნება, თავმდაბლობა, სათნოება, სიკეთე, და სიკეთისთვის თავის დადება, უშუალოდ ღვთის მიმართ იქნება იგი მიმართული თუ არა, მაინც გულისხმობს ღმერთისთვის, ანუ უზენაესი სიკეთისა და უზენაესი ჭეშმარიტებისთვის თავის დადებას.
1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა;
2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ;
3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა;
4. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ;
5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ;
6. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ;
7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ;
8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა;
9. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის.
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა.
This post has been edited by laplandia on 26 Apr 2011, 01:52