daxmarebis-pondiალბათ ხვები რომ აქ არაფერი მოუგროვდება იმისტანა რომ მათ დაეხმაროს
ბავშვებს უფასოდ მკურნალობენ გერმანიაში
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...-sanacvlod.htmlhttps://www.friedensdorf.de/Welcome.htmlნანა აბრამია - "FRIEDENSDORF" -ის წარმომადგენელი საქართველოში
აი ამ ადამიანს უნდა დაუკავშირდეთ, სადრაც ნუცუბიძეზე ქონია ოფისი თუ თავად ცხოვრობს.
რატომ უკრძალავენ ბავშვებსა და მშობლებს ურთიერთობას გერმანიაში მკურნალობის სანაცვლოდ?
Published By Admin On Friday, February 18th 2011. Under საზოგადოება, სხვადასხვა
PHP Freelancer
გერმანიაში სამკურნალოდ მყოფ ქართველ ბავშვებს მშობლებთან კონტაქტი ეკრძალებათ.
რვა ქართველი მოზარდი სამკურნალოდ 2 დღის წინ გერმანიაში გაემგზავრა. ისინი კლინიკაში გაურკვეველი ვადით დარჩებიან. კონტრაქტის მიხედვით, მათ მშობლებთან კონტაქტი კატეგორიულად ეკრძალებათ.
ორგანიზაცია “ფრიდენდორფი”, სადაც ბავშვები ოპერაციის დაწყებამდე განთავსდებიან, გერმანიაში, ქალაქ ობერჰაუზენთან ახლოს მდებარეობს. რეაბილიტაციიის კურსის შემდეგ, ბავშვების ოპერაცია გერმანიის სხვადასხვა კლინიკებში ხორციელდება და ის 50-იდან 80 ათას ევრომდე ჯდება. გერმანულ ორგანიზაციას, რომელიც თითო ბავშვის ჯანმრთელობაზე ათიათასობით ევროს ხარჯავს, საქართველოში ნანა აბრამია წარმოადგენს. ოფისიც აბრამიას ბინაში რამდენიმე კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ერთადერთი პირობა, რომელსაც გერმანული მხარე მშობლებს ოპერაციის უფასოდ ჩატარების შემთხვევაში უყენებს, ბავშვებთან ყოველგვარი კონტაქტის შეჩერებაა.
პირობა ბავშვის გერმანიაში ყოფნის მთელ პერიოდზე ვრცელდება, პერიოდი კი სამ ან მეტ წელსაც შეიძლება გაგრძელდეს. მშობლებსა და შვილებს შორის განუსაზღვრელი დროით შექმნილ ვაკუუმს კი, გერმანული კომპანიის ქართველი წარმომადგენელი ემოციური ფონის თავიდან არიდებით ხსნის.
“კონტაქტი მხოლოდ ჩემი საშუალებით ხორციელდება, ვაკუუმი არ არსებობს, თითო ბავშვზე ძალიან დაკონკრეტებული ინფორმაცია მომდის, რასაც მე მშობლებს ვეუბნები. ზოგ მშობელს უნდა, რომ ჰქონდეს დაკონკრეტებული ინფორმაცია მაგრამ ეს წარმოუდგენელია, იქ არიან ბავშვები რომლებსაც მშობლები საერთოდ არ ჰყავთ. მათ აქვთ ყოველი წუთი გათვლილი და თითო ბავშვს მშობელმა თითოჯერ რომ დაურეკოს, მაშინ გერმანულ მხარეს ამისთვის ცალკე სამსახური უნდა ჰქონდეს, ეს კი მათ საქმიანობას ხელს შეუშლის”, – აცხადებს ნანა აბრამია.
თუმცა აბრამიასგან განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს გერმანული კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” ტელეფონით დაუკავშირდა.
მისი თქმით, მშობლებსა და ბენეფიციარებს შორის კონტაქტი წერილობით ფორმით არსებობს. მეტი კონკრეტიკისთვის კი, გერმანული კომპანიის თანამშრომელი, რომელიც ვინაობას არ ამხელს, ქართულ წარმომადგენლობასთან გვამისამართებს.
უცნობია, რა ფორმით ან რის ფასად მოქმედებს ორგანიზაცია, რომელიც თითო ბავშვზე ათი ათასობით ევროს ხარჯავს და აქვს თუ არა ხელისუფლებას ინფორმაცია გერმანული “ფრიდენდორფის” შესახებ, რომლის ქართველ წარმომადგენელს ყოველწლიურად გერმანიაში ათობით ბავშვი მიჰყავს.
ერთადერთი, რისი გარკვევაც სახელმწიფო სტრუქტურაში მოხერხდა, პრემიერ-მინისტრის განკარგულებაა, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე “ფრიდენდორფის” მიერ ბავშვთა მკურნალობის აქციისა და კავშირ “ჯანმრთელი ბავშვების” სახელზე გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთების მიღების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის მომსახურების ხარჯებს.
გერმანული კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოშიც”, რომელიც ნანა აბრამიას ბუკლეტების დაბეჭდვაში დაეხმარა.
რა სახის ოპერაციები უტარდებათ ბავშვებს გერმანიაში, რა მეთოდებით მკურნალობენ მათ და რას საქმიანობს კონკრეტულად ორგანიზაცია “ფრიდენდორფი”, რომლის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას არ გასცემს თავად კომპანიის წარმომადგენელი.
რატომ ეკრძალებათ ბავშვებს და მშობლებს ერთმანეთთან კონტაქტი. რატომ სჭირდება ბავშვის რეაბილიტაციას განუსაზღვრელი ვადა – ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი გერმანული კომპანიისგან ჩვენ ვერ მივიღეთ. გერმანიიდან ჩამოყვანის შემდეგ კი, არცერთ ოჯახს ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა ქართულ კლინიკებში არ გადაუმოწმებია
http://gogaggg.com/gggnews/?p=1752აქ ვიდეო დევს მაგ ბავშვების ვინც იმკურნალა
http://www.youtube.com/watch?v=ohpQCWFx8eg...player_embedded