#29947700 · 28 Feb 2012, 16:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, გთხოვთ თემა არ წამიშალოთ. ვინაიდან სამედიცინო განათლება არ მაქვს და არც ტერმინოლოგიას ვიცნობ ისე რომ მივხდე სად უნდა დავპოსტო მსგავსი კითხვა გადავწვიტე თემა გამეხსნა და თუ შესაბამისად თვლით რომ რომელიმე კონკრეტულ თემას განეკუთვნება გთხოვთ თავად მიაბათ. მადლობა ამისათვის წინასწარ.
საკიტთხი რომელის შესახებ მიბდა რჩევა ვიკითხო შემდეგში მდგომარეობს: უკვე მესამე დღეა ძალას ვკარგავ კუნთებში, განსაკუთრებით ხელის ზედა კიდურების (მკლავები?) კუნთებში. აშკარაა რომ ამას აქვს გარკვეული გავლენა განწყობაზე და შესაბამისად ვკარგავ მუშაობის უნარს (ჩემი სამუშაო კომპიუტერთან გრძელვადიან ჯდომას ნიშნავს). აგრეთვე დაკარგული მაქვს ჭამის მადა (ჩვეულებისამებრ ნორმალური მადა მაქვს) და მაქვს მუდმივი გულისრევის შეგრძნება... აგრეთვე მაქვს ტკივილები (სუსტი) მუცლის ღრუს ადგილში.
გუშინ მაგალითად მეგონა რომ უკეთ ვიქნებოდი თუ სახლში გავატარებდი დროს და შესაბამისად ვისვენებდი მთელი საღამო (17 სთ-ის შემდეგ დღეს დილამდე) და დილით კარგად ვიყავი (ასე იყო წინა დღეს აგრეთვე) თუმცა აი დღესაც იგივე განმეორდა...
შეიძლება ვინმეს ჰქონდეს იდეა რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი? მადლობა წინასწარ.
|