ჩვენ გთავაზობთ მომსახურეობის სრულ პაკეტს ვენტილირებადი, მინა - ალუმინის ფასადებისა და ინტერიერის მოპირკეთებისთვის:
ვენტილირებადი ფასადები
ვენტილირებადი ფასადი - ეს არის კონსტრუქცია რომელიც შედგება ფასადის დამცავ - მოსაპირკეთებელი მასალისა და კედელზე მისი სამაგრი ქვეკონსტრუქციისაგან. ქვეკონსტრუქცია მაგრდება შენობის ფასადზე ისე რომ, მოსაპირკეთებელ მასალასა და კედელს შორის დარჩეს საჰაერო შრე, რომელიც მოქმედებს ბუნებრივი სავენტილაციო - გამწოვი მილის პრინციპით, ატმოსფერულ ნალექებს და ტენს აცილებს შენობის კედლებს, უზრუნველყოფს კედლების მუდმივ დაცვას, ამცირებს თბოდანაკარგებს.
ვენტილირებადი ფასადის გამოიყენება როგორც ახალი ასევე ძველი შენობების რეკონსტრუქციისათვის.
ძირითადი უპირატესობები:
• არქიტექტურული შემოქმედების ფართო შესაძლებლობა.
• მაღალი თბო, ჰიდრო, ხმის და ხმაურის საიზოლაციო თვისებები;
• შენობის მზიდი კონსტრუქციების, კედლების მუდმივი დაცვა კლიმატური და ფიზიკური ზემოქმედებისაგან;
• კედლების თერმული დეფორმაციის თავიდან აცილება;
• ფასადის მონტაჟის შესაძლებლობა წელიწადის ყველა დროს;
• მოსაპირკეთებელი კედლების დეფექტების და უსწორმასწორობების გასწორების შესაძლებლობა;
• ნებისმიერი მასალით აშენებული კედლის (ბეტონი, აგური, ბლოკი, ხე, ლითონკონსტრუქცია) მოპირკეთების შესაძლებლობა;
• ფასადის ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა (50 წელი). ამ დროის განმავლობაში მისი რემონტის აუცილებლობის არარსებობა;
• შენობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში ფასადის კონსტრუქციების ხელახლა გამოყენების შესაძლებლობა;
• შენობა ვენტილირებადი ფასადით პრესტიჟულია.
კიდული ვენტილირებადი ფასადი
ვენტილირებადი ფასადი საქართველოსთვის სიახლეა, ევროპაში კი მას უკვე ორმოციანი წლების შუახნებიდან იყენებენ. შესაბამისად იქ ვენტილირებადი ფასადების გამოყენების დიდი გამოცდილებაა დაგროვილი: საზოგადოებრივი დანიშნულების, ადმინისტრაციულ და სამრეწველო შენობებში, ასევე მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მრავალსართულიანი სახლების მშენებლობის და რეკონტრუქციისას.
თავად ცნება ვენტილირებადი ფასადი გაჩნდა გერმანიაში. მან გაჩენისთანავე მოიპოვა პოპულარობა.
კიდული ფასადი წარმოადგენს კონსტუქციას რომელიც შედგება დამცავ - მოსაპირკეთებელი მასალის (კომპოზიტები, კერამოგრანიტის ფილები, სხვადასხვა ფურცლოვანი მასალა და მათგან დამზადებული კასეტები) და ქვეკონსტრუქციისგან, რომელიც თავის მხრივ კედელზე ისე მაგრდება რომ მოსაპირკეთებელ პანელებსა და კედელს შორის დარჩეს სავენტილაციო შუალედი.
შენობის დამატებითი დათბუნებისათვის კედლები შეიძლება შეიფუთოს საიზოლაციო ფენით.
ვენტილირებადი ფასადს იყენებენ როგორც ახალი ასევე ძველი შენობების რეკონსტრუქციისას.
ვენტილირებადი ფასადი საშუალებას გვაძლევს ფასადი ”შევმოსოთ” თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალით, გავაუმჯობესოთ შენობის თბოტექნიკური მაჩვენებლები და დავიცვათ ის მავნე ატმოსფერული ზამოქმედებისაგან.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ
ჩვენი ვებ გვერდი
მიმაგრებული სურათი