#54357504 · 13 Mar 2019, 02:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, რისი ბრალი შეიძლება იყოს გაბრუება და თავბრუსხვევა? როცა თავბრუსხვევა მეწყება მაგ დროს ვიწყებ ნერვიულობასაც და მერე მგონია რო უნდა დავეცე და გავითიშო მარა მასე არასდროს მომსვლია, არც წავქცეულვარ არც გავთიშულვარ, არის 2-3 დღე რო გამოვდივარ მდგომარეობიდან და მერე ისევ მეწყება რამოდებიმე დღე-კვირა ისევ ესე ვარ, ექიმთან ვიყავი, თავზეც გადამიღეს, ფილტვზეც გადამიღეს რენტგენი, გულზე ექოსკოპია, სისხლის საერთო, ჩიყვზე TSH თუ რაც ქვია ეგეც და შაქარზეც შემამოწმეს, ყველაფერი რიგზე მაქ. სხვა იდეები ხო არ გაქვთ კიდე რა ანალიზი ან გამოკვლევა შეიძლება რომ გავიკეთო? ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის და ამაზე რო ვფიქრობ მაშინ უფრო მემატება ეს შეგრძნებები, მაგ მომენტში ვგრძნობ რომ თვალებიც მიჭრელდება ხოლმე და შორს ხედვაც მიჭირს.
ექიმმა რაღაც ვიტამინი დამინიშნა მარა რეაქცია არ ქონია მაინც ესე ვარ უკვე ალბათ სექტემბრის მერე. თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა მომწერეთ ან აქ დაწერეთ რითი უშველეთ თავს, ძალაინ დამღალა უკვე სამუშაოზე ფეხზე ძლივს ვდგავარ, სიარულის დროსაც თვალებში მიჭრელდება. დილით რო ვიღვიძებ კარგად ვარ მარა 1-2 საათში მეწყება ისევ ეა ყველაფერი.
--------------------
15.11.14 10.08.18
|