მოგესალმებით ფორუმელებო,
ეს თემა უფრო პოლიტიკა > საერთაშორისოს ეხება მაგრამ ფორუმის წესების თანახმად უფლება არ გვქონდა 7 დღის და 100 პოსტის გარეშე თემა დაგვედო.
პირველად, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ომში მყოფმა მონარქმა, კეთილგანწყობილი ტრუბადური იქირავა, რათა ამ უკანასკნელს საომარ სიმღერებში მისი დიდება, მეომრობა და კარგი ბიჭობა წარმოეჩინა. იქედან მოყოლებული, დღითიდღე ვრწმუნდებით, რაოდენ გადამწყვეტ იარაღად იქცა “ინფორმაცია”.
ტერმინი “საინფორმაციო ომი” თავდაპირველად 1976 წელს ტომას რონმა, კომპანია Boeing-თვის გაკეთებულ მოხსენებაში გამოიყენა. ჯერჯერობით მისი ზუსტი დეფინიცირება არ არსებობს, მაგრამ იგი საკუთარი საინფორმაციო სისტემის დაცვასა და მოწინააღმდეგე მხარისადმი კომპლექსურ, მიზანმიმართულ, დამანგრეველ, ინფორმაციულ ზემოქმედებას აღნიშნავს.
საქართველო არაერთხელ გამხდარა მსხვერპლი ამ იარაღის. აგვისტოს ომი კი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცენდენტო იყო. იმ მხრივ, რომ ისტორიაში პირველად, ქვეყნის მართველმა, ავად თუ კარგად, პირველად სცადა და გამოიყენა თანამედროვეობის ყველაზე მძავრი იარაღი.
რუსეთ–საქართველოს აგვისტოს სისხლიანი ომი, დღეს უკვე ოფიციალურად გადაზრდილია დიპლომატიურ ბრძოლაში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, ვინ უკეთ აამუშავებს, განავითარებს და მოიხმარს ამ ბერკეტს.
დღეს, ინფორმაციის გაცვლის, მიწოდების და მიღების ყველაზე პოპულარული საშუალება, სოციალური ქსელია. რაღა გასაკვირია, თუკი ავღნიშნავთ, რომ ამ მხრივ უკვე გააქტიურდა აფხაზეთის და ოსეთის მხარე. თავის მხრივ, საქართველოშიც გაჩნდა გვერდი
Million People Support Georgia Mission.ხალხნო, მოგიწოდებთ გააქტიურდეთ! დამიჯერეთ, ეს მართლაც რომ მეტად მნიშვნელოვანი დეტალია, მიმდინარე საინფორმაციო ომში, რომელსაც ჯერ ვაგებთ!
www.facebook.com/supportgeorgia ეს ჩვენი ბმულია. გთხოვთ შემოხვიდეთ და დაალაიქოთ გვერდი, ასევე გაავრცელოთ ეს ბმული თქვენ მეგობრებს შორის ფეისბუქზე.
მადლობთ წინასწარ,
გიორგი
This post has been edited by Support Georgia Mission on 6 May 2011, 15:58