ჩემი სურვილი იქნება, თუ მხოლოდ ტრადიციულ საგალობლებს დადებთ.
შეგიძლიათ დადოთ მართლმადიდებლურიც, კათოლიკურიც, კოფტურიც, სომხურიც და ა.შ, ოღონდ მინდა გთხოვოთ, რომ საგალობლები იყოს ტრადიციული და არა ახლად შექმნილი.
მე მაგალითად დიდი ინტერესით გავეცნობი (მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვიცნობ).
ასევე მინდა ვთქვა, რომ თუ დავინახე ის სიმახინჯე, რასაც ბერძნულ საეკლესიო მუსიკაზე ქართული სიტყვებით ე.წ. ”გალობა” ქვია, მოდერატორს ვთხოვ, რომ პოსტი წაშალოს, ან თუ არ წაშალა, თემას დავხურავ (არსებობს მაგ ”საგალობლებზე” ცალკე თემა).
მოკლედ, მე დავიწყებ.
დავდებ წმიდა გიორგის ტროპარს
ქართულს (შემოქმედის სკოლისას, გურულს)
ქართულს (კარბელაანთ კილოსას, ანუ ქართლ-კახურს)
ბერძნულს
არაბულს
წმიდა გიორგის ტროპარი - ხმა დ, შემოქმედის სკოლა (გურული)
წმიდა გიორგის ტროპარი - ხმა დ, კარბელაანთ კილო (ქართლ-კახური)
წმიდა გიორგის ტროპარი - ხმა დ, ბერძნული
წმიდა გიორგის ტროპარი - ხმა დ, არაბული
თუ მსგავსი თემა არსებობს, მომიტევეთ.
This post has been edited by ვეშაპო on 5 May 2011, 21:54