გუშინ სახეზე ქვით თუ ბეტონით მივიღე პატარა ჭრილობა...
დაახლოებით 5 მმ სიდიდის...
მაგრამ გარშემო შესიება და ჩალურჯება მაქვს...
ეხლა ვფიქრობ ტეტანუსის აცრა ხომ არ გავიკეთო მეთქი

აუცილებელია?
დანით დაჭრაზე, ავარიით ჭრილობის მიყენებაზე და ა.შ... ვიცი რომ აკეთებენ....
და ის მაინტერესებს აუცილებელი თუა...
და როგორც ვიცი მაგ აცრის შემდეგ ალკოჰოლური სასმელების მიღება არ შეიძლება გარკვეული პერიოდი...
ადრე 12-13 წლის ასაკში დანით მქონდა ჭრილობა და გამიკეთეს ეგ აცრა და როგორც მახსოვს ალკოჰოლზე არაფერი უთქვამთ, ოღონდ ის არ მახსოვს რატომ, შეიძლება პატარა ვიყავი და იფიქრეს ეს არც დალევსო...
მერე ორი წლის წინ ავარიაში მოვყევი და მანდაც გამიკეთეს...
მაგრამ მაგაზე ამიკრძალეს თუ არა ალკოჰოლური სასმელები არ ვიცი, მძიმე ტრავმა მქონდა და 1 წელი ისედაც აკრძალული მქონდა ალკოჰოლური სასმელების მიღება...
და ხო არ იცით ყველაზე მცირეხნიანი რამდენია?
ეხლა ზაფხული მოდის და უმაგისოდ გამიძნელდება...
ლუდი და ა.შ...
მაგრამ ტეტანუსით სიკვდილიც არ მინდა

რაღაც სასაცილოდ ჟღერს

და თუ აუცილებელია გავიკეთევ აცრას...
და ისიც მაინტერესებს რამდენი ხანი მაქვს ვადა...
ანუ რამდენ ხანში უნდა გავიკეთო მაქსიმუმ...
დღეს დამეზარება ალბათ....
თან ჩემი პირადი ექიმი შეიძლება ისვენებდეს დღეს...
ხვალ ხო არ იქნება გვიანი?
და თვითონ მაგ პროცედურაზეც მითხარით რამე...
სად კეთდება ეგ აცრა?
მტკივნეულია?
ვენაში კეთდება, კუნთში თუ დუნდულაზე? (ეგრე ქვია ხო ამას

)
ვენაში თუ კეთდება მანდ ვერ გავიკეთებ, ხელში და ალტერნატივა არის რამე?
Mens sana in corpore sano...