უთანხმოება ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ხელისუფლებასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შესაძლოა მორიგმა შავმა კატამ გაირბინოს. კულუარული ინფორმაციით, გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილს კონფიდენციური შეხვედრა ჰქონდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან.
ბუნებრივია, ამ საუბრის დეტალები ფართო საზოგადოებრიობისთვის უცნობია. თუმცა დიდია ალბათობა, რომ პრეზიდენტის გასაიდუმლოებული ვიზიტი ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებებს უკავშირდებოდა.
2011 წლის სააღდგომო ეპისტოლეში გამოთქმულმა მინიშნებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების პრინციპულ საკითხებზე სერიოზული უთანხმოება უნდა ჰქონდეთ.
ხელისუფლებისადმი კრიტიკული პათოსი კარგად ჩანს ეპისტოლეს იმ ნაწილში, სადაც დემოკრატიასა და ქრისტიანული სწავლების ურთიერთკავშირსა და ქრისტიანულ ურთიერთობებზეა ლაპარაკი.
"მსოფლიოში დღეს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი პიროვნებათა თანასწორობისა და ღირსების დაცვისა სწორედ ქრისტიანულ სწავლებას ეყრდნობა, მაგრამ ზოგიერთთათვის ეს ცნებები უკვე განსხვავებულ შინაარსს ატარებს. რა თქმა უნდა, არსებობს არაქრისტიანული იერარქიული ურთიერთობაც... ჩვენ გარშემო, სამწუხაროდ, ურთიერთმიმართების არაქრისტიანული წესი სჭარბობს", - ნათქვამია ეპისტოლეში. აქვე ხაზგასმულია, საქართველოში ოჯახის ინსტიტუტის მოშლის სახიფათო ტენდენცია და ამაში ხელისუფლების როლი. "ოჯახის სიმტკიცისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ელემენტარული სოციალური პირობებისა და ზნეობრივი გარემოს შექმნას.
პირველ ფაქტორს ძირითადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს.... რაც შეეხება ზნეობრივ გარემოს, ეს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, მის ორიენტაციაზეა დამოკიდებული... არადა, როგორი მონდომებაა, რომ უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით - მასმედიით ბოროტება და ცოდვითი ცხოვრება აღზევდეს, ვულგარიზებული, ტექნოლოგიური საზოგადოება ჩამოყალიბდეს და მის ბატონ-პატრონად ფული იქცეს... ძალზე სამწუხაროა, რომ ხდება ეგოისტური აზროვნების წახალისება" - ამ სიტყვებით ეკლესია და საპატრიარქო გამოხატავენ ნეგატიურ დამოკიდებულებას იმ აგრესიული "მოდერნიზაციის" კურსის მიმართ, რომელიც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა აიღეს.
ეპისტოლეში დიდი ადგილი ეთმობა ტრადიციული ღირებულებების ქართული იდეის შენარჩუნება-გაძლიერებაზე ზრუნვის მოწოდებას. "ცოდვითი ცხოვრების მიმდევართ და პროპაგანდისტებს", ცხოვრების წესის შეცვლისკენ მოუწოდებს და სთხოვს "ვიდრე ჯერ კიდევ დრო გვაქვს, გადავდგათ გადამრჩენელი ნაბიჯები". სააღდგომო ეპისტოლე ფაქტობრივად, მხარდაჭერაა საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც საქართველოს მოდერნიზებულ, მაგრამ ამავე დროს ტრადიციონალისტურ სახელმწიფოდ შენარჩუნებისთვის იბრძვის.
მაშინ, როცა ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების რეიტინგების კატასტროფულ დაცემას ეკლესიის რეიტინგს და პატრიარქის ავტორიტეტს შეკვეთილი "კვლევებიც" კი ვერ არყევენ.
ამიტომაც, შექმნილ სიტუაციაში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლებასთან მორიგი შერკინებისათვის ემზადება, ეკლესიის პოზიცია, პატრიარქის ეპისტოლეში ხალხისადმი გზავნილებიდან გამომდინარე, უდიდეს მნიშვნელობას იძენს. ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე აზვირთებული საზოგადოებრივი პროტესტის განმუხტვაში ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
თუმცა ხელისუფლებამ და მისმა მხარდამჭერებმა ეს სათავისოდ გამოიყენეს. მათ გაორმაგებული ენერგიით განაგრძეს იმის კეთება, რასაც ეკლესია ეწინააღმდეგება. პატრიარქის ეპისტოლეც სწორედ ამ პროცესზე რეაგირებად შეიძლება განვიხილოთ.
ზაალ ანჯაფარიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge//sazogadoeba/35763-ut...l#ixzz1LcLhYJNS-------------------------------------------------------------
გჯერათ ამ "წინასწარმეტყველების"?
This post has been edited by მამა-ჯეMალი on 7 May 2011, 03:23
მიმაგრებული სურათი