არხი - Amazon
პრემიერის თარიღი - 2019 წლის გაზაფხული (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)
მთავარ როლებში - დევიდ ტენანტი, მაიკლ შინი, ჯონ ჰემი, ფრენსის მაკდორმანდი
სიუჟეტი: სიუჟეტი აპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება, როდესაც კაცობრიობას უდიდესი სამსჯავრო ელის და ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც ეს ბიბლიაშია აღწერილი. თუმცა ბიბლიური სიუჟეტის განვითარებას ხელს ერთი ანგელოზი და დემონი უშლიან.

წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც ანგელოზი და დემონი აპოკალიფსის თავიდან ასაცილებლად ერთიანდებიან.
რომანში „კარგი ნიშნები“ სამყაროს დასასრული კლასიკური სცენარით ვითარდება - ამოუხსნელი ამბები, სტიქიური მოვლენები და ანტიქრისტეს მოვლინება. მაგრამ არის თუ არა სინამდვილეში ანტიქრისტე ის, ვინც ყველას წარმოგვედგინა და შეძლებენ თუ არა ანგელოზი აზირაფელი და დემონი ქროული საუკუნოვანი შუღლის გვერდზე გადადებას და საერთო მიზნისთვის გაერთიანებას?
„კარგი ნიშნები“ თანამედროვე ფენტეზი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის – ნილ გეიმანისა და იუმორისტული ფენტეზის კლასიკოსის, ტერი პრეტჩეტის ერთობლივი რომანია, რომელშიც ზღვარი იშლება კეთილისა და ბოროტის ცალსახა განსაზღვრებებს შორის, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების სირთულე და სამყაროს დასასრულის მძიმე მოლოდინი უჩვეულო სატირულ-იუმორისტული ხერხებითაა გადმოცემული.
უკვე მრავალი წელია, „კარგი ნიშნები“ საკულტო ნაწარმოებადაა მიჩნეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2019 წელს კი გამოვა Amazon Video-სა და BBC-ის მიერ შექმნილი სატელევიზიო სერიალი, რომელშიც ქროულის როლს ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი „დოქტორი ვინ“, დევიდ ტენანტი ასრულებს, აზირაფელს კი მაიკლ შინი განასახიერებს.
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
„თხუთმეტი საათი გავიდა ანტიქრისტეს დედამიწაზე მოვლინებიდან; აქედან ბოლო სამი საათი ერთმა ანგელოზმა და ერთმა დემონმა სმაში გაატარეს.“ როგორ უნდა მოიქცნენ ზეცისა და ჯოჯოხეთის წარმომადგენლები დედამიწაზე, თუ ადამიანებს შორის ცხოვრებას ისე მიეჩვივნენ, რომ ქვეყნიერება დასაღუპად არ ემეტებათ? გამოსავალი მხოლოდ ერთია: ყმაწვილ ანტიქრისტეს ქვეყნიერების განადგურებაზე როგორმე ხელი უნდა ააღებინონ და კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის გარდაუვალი ომი შეაჩერონ. მაგრამ ანტიქრისტეზე ზემოქმედებისთვის ჯერ მისი ამოცნობა და პოვნაა საჭირო. ამაში დემონ კროულისა და ანგელოზ აზირაფელს ალქაჯ აგნეს ნატერის „წრფელი და ზედმიწევნითი წინასწარმეტყველებების“ წიგნი, მისი პროფესიონალი შთამომავალი ანათემა დივაისი და ალქაჯთმდევნელების არმიის რიგითი ჯარისკაცი ნიუტ პულსიფერი დაეხმარებიან. ცნობილი ბრიტანელი მწერლების, ტერი პრეჩეტის და ნილ გეიმანის „კარგი ნიშნები“ იუმორისტული ფენტეზია, რომელშიც გონებამახვილური და სატირული ხერხებითაა აღწერილი აპოკალიფსის სამუდამოდ თუ არა, დროებით მაინც აღკვეთის მსურველთა მხიარული თავგადასავლები.