მე ვარ რიგითი მაღლიველი ბიჭი. ძალიან მომწონს ერთი, ასევე მაღლიველი ქალიშვილი. ამ გოგოს არც კი ვიცნობ, გამარჯობაც არ მითქვამს. ყველაფერი დაიწყო ასე: მივდივარ ჩემთვის ქავთარაძეზე..... ოოხ... აქ რომ იყოს დარეგისტრირებული მიხვდება და დამერხევა. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ხშირად შევხვდით ერთმანეთს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს ვიდექი ძმაკაცთან ერთად. მე ვათითებ მას და ვეუბნები, ამ გოგოს ყველგან ვხედავ-მეთქი. ის აღტყინებული მიყვება ისტორიას. თურმე, ეს გოგო მოსწონდა მის ძმაკაცს. ერთხელაც მივიდა და სკაიპი თხოვა. იმან არაო და დაახვევინა. ეს ისე ჩამრცა გულში, რომ თითქმის ყოველთვის მასზე ვფიქრობდი. ასეთ რაღაცებს დიდ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე. და ამეკვიატა...
არადა, დიდი სილამაზით არ გამოირჩევა. სიმპატიურია, მაღალი და დინჯი, რაც ყველაზე მეტად მიზიდავს.
თითქმის ყველგან ვხედავდი, ალბათ, იმიტომ რომ, მინდოდა მისი დანახვა. შემდეგ მეგობრებმა ღადავი დამიწყეს, გვერდით რომ ჩაგივლის გამოგხედავს ხოლმეო. მეც გავნაგლდი და ყოველ შეხვედრაზე თვალს ვაყოლებდი. ის გრძნობდა მწვავე მზერას და გამოიხედავდა ხოლმე, თვალებით :ნუმიყურებშენიდიოტო!:
ძალიან მინდა მაგასთან ურთიერთობა, მაგრამ საიდან დავიწყო არ ვიცი. ამ ბოლო დროს მგონია, ვიღაც სასტიკად მცემს მაგის გულისთვის
ვინმე გამოცდილმა მირჩიოს, როგორ ავიღო სტარტი.
This post has been edited by Shaitanovich on 8 May 2011, 18:27