farviz
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1042
წევრი No.: 20026
რეგისტრ.: 29-May 06
|
#25361750 · 8 May 2011, 19:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო, და თქვენც, არა მეგობრებო, ქართული გალობის გულშეამტკივრებო და ქართული გალობის არაკანონიკურად გამომცხადებლებო, ანუ ქართული გალობის მტრებო
მე, ყოვლადწმიდა სამების ტაძრის საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის რეგენტი, სვიმონ ჯანგულაშვილი ვესაუბრე მის უწმიდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე..
მე მას მოვახსენე, რომ სინოდის 3 განჩინების და მისი 7 ლოცვა-კურთXევის მიუხედავად, ავჭალაში, სოფ. დიღომსა და ბევრეთში მაინც შესრულდა ეს სიმახინჯე, დაირღვა განჩინებები და ლოცვა-კურთხევანი უმაღლესი იერარქიისა..
ეს იყო სამების და სვეტიცხოვლის საკურთხეველში..
უწმიდესს ვაცნობე, რომ ანთაძე-ისაკაძის და მათი სულიერი ძმების მრევლისაგან შემდგარი დაჯგუფება კვლავაც აგრძელებს სინოდის განჩინების დარღვევას, სინოდის განჩინების განკითხვას ან იგნორირებას, მოვახსენე, რომ ინტერნეტი სავსეა ქართული გალობის შეურაცხმყოფელი (თითქოს ის არაა კანონიკური) და დამამცირებელი (თითქოს ის ევროპული, კათოლიკური, ან დაბალი ხარისხის ხალხური სიმღერების გავლენითაა შექმნილი) ნაწერებით თქვენი მხრიდან, რომ თქვენ სამების ტაძარს და იქ არსებულ გალობას უწოდებთ ოპერას, რომ თურმე სამების ტაძარი გადაქცეულია ოპერად, ვაცნობე უწმიდესს, რომ თქვენ შეურაცხყჰოფთ ქართული გალობის მგალობლებს, ჩვენს წინაპრებს... ასევე თანამედროვე მგალობლებს, რომ მე მიწოდებთ სომეხს, კაზარიანს და სანდრას სალამურს, და ამით შეუარაცხჰყოფთ ქვეყნის პრეზიდენტსაც და მის ოჯახსაც.. უწმიდესს მოვახსენე, რომ არღვევთ მის ლოცვა-კურთხევას - არაფერი არ დაგეწერათ და აგეღოთ ყველანაირი ინფორმაცია ქართული გალობის საწინააღმდეგოდ ინტერნეტში დადებული, მათ შორის თქვენი სიმახინჯის ჩანაწერები...
უწმიდესმა მომისმინა და მაკურთხა შემდეგი რამ გადმომეცა თქვენთვის -
კიდევ ერთხელ გადაეცი, რომ სინოდის განჩინება სავალდებულოა და ის აუცილებლად უნდა შესრულდეს, ხოლო მისი დამრღვევები დაისჯებიან. გადაეცი, რომ ყველამ, ვინც ქართულ გალობას აცხადებს არაკანონიერად და ამბობს რომ ბიზანტიური გალობა უნდა ვიგალობოთო, ყველა, ვინც ქართული გალობის საწინააღმდეგოდ წერს რაიმეს, ან ათავსებს ინფორმაციას და ჩანაწერებს ინტერნეტში, სადაც დამცირებულია ქართული გალობა, ყველანი გაჩერდნენო.. არავინ არ დაწეროს არანაირი ინფორმაცია და ტექსტი ქართული გალობის წინააღმდეგ, აიღონ და წაშალონ ყველა ჩანაწერი და ინფორმაცია ინტერნეტიდან, რაც სინოდის მიერ არის აკრძალულიო და რაც ამცირებს ქართულ გალობასო...გაჩერდნენ და შეეშვან თავიანთი მცდარი აზრების წერასო. სინოდის განჩინების დარღვევა და არად ჩაგდება ძალიან მძიმე და საშიში ცოდვაა და გაჩერდნენო..
მე ვუთხარი, რომ თქვენც ბევრი განგიკითხავთ ინტერნეტშიც და საზოგადოებაშიც, ესე ამბობენ, რომ რატომ მფარველობს და არ სჯის ამ ადამიანებსო, ვინც ესე იქცევიან მეთქი.. და მე ვწერ მეთქი, როგორც თქვენ მითხარით, რომ თქვენ ცდილობთ გადაარჩინოთ ისინი დასჯას და დაღუპვას მეთქი.. მეც ვამეტებ და სასულიერო პირებს თავხედურად ვიხსენიებ მეთქი. და უწმიდესმა მითხრა - რომ რაც არ უნდა ცუდად იქცეოდეს, არასდროს არ უნდა ეუზრდელო, იმიტომ, რომ, მღვდელია მაინცო.. მე ვუთხარი მართალი ბრძანდებით, მაგრამ, მათი მრევლი ისე იქცევა და ისე არცხვენს ეკლესიას, რომ ტავს ვერ ვიკავებ მეთქი.. ჩვენ უნდა დავიცვათ ქართული გალობა მეთქი..
მე მითხრა, რომ - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. ქართული მრავალხმიანი გალობა მუდამ გვქონდა და იქნება, ვიდრე იარსებებს ქართველი ერიო..ჩემი საგალობლები და რასაც სამებაში ვგალობთ, ის ოპერა კი არაა, მრავალხმიანი ქართული გალობააო.. როცა მეუბნებოდა - ნუ გეშინიაო, გამიღიმა თავისი ტკბილი ღიმილით და ხელი ხელზე მომიჭირა.. ძალიან დაღლილი იყო უწმიდესი, და გული ამომიჯდა, ასე რომ ვაწუხებთ და ვანერვიულებთ და შენდობა ვთხოვე - მაპატიეთ, ასე რომ გაწუხებთ მეთქი.. ჯვარი გამომსახა - რაც გითხარი გადაეციო..
იქვე იყო მეუფე დანიელიც, რომელმაც სთქვა, რომ წმიდა მამები ამბობენ, რომ თუ ვინმე უკანონოდ იქცევა და მის დასჯას იერარქია აყოვნებს, თავად უფალია მათი მსაჯული და დამსჯელიო.. ჩემს ეპარქიაში ის მონოზნები გაჩერდნენ, რადგანაც მე ძალიან მკაცრად ვექცევიო და ეხლა ამათი თავნებობის შემდეგ სხვებიც გატამამდებიან, და ამიტომ აუცილებელია მკაცრი რეაქცია ამ ყველაფერზეო...
ეს ყველაფერი სიმართლეა, ვაცხადებ უფალ იესოს წინაშე, და ვფიცავარ დედაჩემის სულს..
გესმით? - პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გაქვთ, რომ აღარაფერი დაწეროთ ქართული გალობის საწინააღმდეგოდ და თქვენი აკვიატებული ახირებების დასამტკიცებლად..
პატრიარქის კურთხევა გაქვთ, რომ დაამტავროთ ეს ყველაფერი და ყველა ინფორმაცია და ჩანაწერები წაშალოთ
აწი თქვენ იცოდეთ.. მე გადმოგეცით ის, რაც უწმიდესმა დამავალა..[B]
--------------------
სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს...
|