#25375091 · 9 May 2011, 16:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით,
მაქვს წამოწყებული მცირე ონლაინ ბიზნესი, რომელიც თავაზობს ქართველ მომხმარებელს ონლაინ სერვისს მცირე გადასახადის სანაცვლოდ. გადახდა მოხდება emoney.ge საგადასახადო სისტემის მეშვეობით. საქმე იმაშია, რომ ვიმყოფები საზღვარგარეთ, და კომპანიაც საზღვარგარეთ მაქვს დარეგისტრირებული, მაგრამ როგორც ჩანს emoney.ge თან თანნამშრომლობისთვის საჭიროა მქონდეს ბიზნესი საქართველოში. მაქვს შემდგი შეკითხვები:
* სად შეიძლება მივიღო პროფესიონალური კონსულტაცია ბიზნეს რეგისტრაციის და გადასახადების შესახებ? * შეიძლება ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში ონლაინ, ან რომელიმე შუამავალი ფირმის მეშვეობით? * აუცილებლად ახალი კომპანია უნდა დავარეგისტრირო თუ შეიძლება არსებული უცხოური კომპანიის ფილიალი შევქმნა? არის ამაში რაიმე უპირატესობა? * შეიძლება ამხანაგმა/წარმომადგენელმა დაარეგისტრიროს ჩემთვის ბიზნესი საქართველოში ჩემი თანდასწრების გარეშე და ჩემს სახელზე გაფორმდეს ყველაფერი? * სად და როგორ ხდება ბიზნეს რეგისტრაცია, გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია. * emoney.ge ს გარდა სხვა ონლაინ გადახდის რომელ მეთოდს მირჩევდით საიტზე? (უნდა იყოს ასინქრონული, ანუ გადახდის მერე სისტემა უნდა უკავშირდებოდეს ჩემს საიტს ავტომატურად და ატყობინებდეს გადახდის დასრულების შესახებ)
|