ხო,რითი მინდა ახლა ეს თემა დავიწყო...
საერთოდ არ მიყვარს თემების გახსნა,არა იმიტომ რომ წარმატებით განვრცობაში ეჭვი მეპარება,არამედ ხშირად რაიმე ინიციატივების თავზე აღება არ მიზიდავს.მაგრამ ზოგჯერ ხვდები რაღაცის აუცილებლობას,თუნდაც იმის,რომ კინოს და ზოგადად ისტორიის ფურცლები ჩვენთან ერთად თუ არა ჩვენგან დამოუკიდებლად მაინც ივსება.
იმ დღეს ვუსმენდი გასმანის მიერ წაკითხულ პაზოლინის "მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა"-ს.გენიალურია!ხშირად მინდება ხოლმე მისი როლების ნახვა,თუნდაც მერამდენეჯერ.ფორუმზე კი მისი თემა სამწუხაროდ ვერ მოიძებნა.არადა დიდი მსახიობია,მართლა დიდი მაშტაბების,უნარის,ენერგიის,ამბიციების და ნიჭის რაც მთავარია.


IMDBwikipediaვიტორიო გასმანი(1922-2000)-იტალიელი თეატრისა და კინოს მსახიობი,რეჟიოსრი და მწერალი,მამით გერმანელი და დედით იტალიელი დაიბადა ქ.გენუაში.ბავშვობის ასაკიდანვე თეატრის დიდი მოყვარული იყო და მონაწილეობას იღებდა დადგმებში.ლიცეუმის დამთავრების შემდგომ ჩააბარა დრამატული ხელოვნების ნაციონალურ აკადემიაში,რომში.1945 წლიდან კინოში იწყებს გადაღებას.პოპულარობა მოუტანა დე სანტისის ფილმმა "მწარე ბრინჯი",სადაც პარტნიორობას სილვანა მანგანო უწევს.მანგანოსთან(და სორდისთან) ერთად ასევე თამაშობს მონიჩელის ფილმში "დიდი ომი".მისი ერთ-ერთი ცნობილი როლი დინო რიზის "ქალის სურნელში" ბრმა კაპიტანი,რომელის შესრულებისათვის კნაზე პრიზიც აიღო,ხოლო მის რიმეიქში ალ პაჩინომ კი ოსკარი,რაზეც უკანასკნელი შიშობდა,რომ მას მუდამ გასმანს შეადარებდნენ,რა თქმა უნდა არა მის სასარგებლოდ.თუმცა აღებულ ჯილდოზე მას გასმანმა უთხრა:"მე ვამაყობ,რომ შენ იტალიელი ხარ!"
ისე თავისი შერეული სისხლის და მიუხედავად მშვენივრად განასახიერებდა ნეაპოლიტანელს(მოჩვენებები იტალიურად) და ჭეშმარიტი რომაელი თავისი ქცევებით და ინტონაციებით(ბოროტმოქმედებში).ამასთანავე ის სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად ფილმებში მაინც გამორჩეული სახეა.მან თავისუფლად შეძლო გადაეფარა თავისი თამაშით მასტროიანი(ბოროტმოქმედებში) და ტრენტინიანი(გასწრებაში),უკანასკნელში კი ბევრს ახსოვს როგორ ექსცენტრიკს თამაშობს.
არ ვიცი,რომელი ერთი მისი ფილმი ჩამოვთვალო,სადაც გენიალურად ახერხებს გარდასახვას,თამაშს,ცეკვას,სიმღერას

გამორჩეული ფილმები:
გაუჩო
ომი და მშვიდობა
ვეფხვი
დიდი ომი
მწარე ბრინჯი
ბოროტმოქმედები
გასწრება
ურჩხულები
რომში გამგზავრება(მგონი ასე ქვია)
ქალის სურნელი
ტარტარის უდაბნო
ქალბატობენო და ბატონებო,ღამე მშვიდობისა!
როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი
მძინარენი
და კიდევ ბევრი ფილმი,სადღაც 138მდე ითვლის.
მაგრამ უმეტესად დინო რიზის ფილმებში ვხედავთ,არადა საოცარია ისეთმა მეტრებმა როგორიც ფელინი/ვისკონტი/პაზოლინიმ გვერდი აუარეს ასეთ გენიალურ მსახიობს.თუმცა დე სიკას ორ ფილმში,რენეს და ზანუსის ფილმებშიცაა.ოლტმანის და ლევინსონის ჰოლივუდს აღარ ვიძახი.
მისი შვილი ალესანდრო გასმანიც მამის კვალს გაყვა და იღებს ფილმებს("მამიდან შვილზე" მამასთან ერთად გადაღებული ფილმია)
მოკლედ,გავიხსენოთ ვიტორიო გასმანის ფილმები რაც გამომრჩა და რაზეც საუბარი არასდროს მოგვწყინდება