გამარჯობათ ხალხო...
მყავს ახალი მეგობარი...უკვე ერთი წელია ვიცნობთ ერთმანეთს და დაახლოებით 3 კვირის წინ მითხრა შენზე შეყვარებული ვარო.
ასაკობრივი გასხვავების მიუხედავად საოცრად კარგად ვუგებთ ერთმაენთს ..ისეთი სათუთი, საყვარელი, ჩასაკვნეტი და შესახრამუნებელია რომ უიმისოდ ერთი საათიც ვეღარ ვძლებ. სულ სხვანაირია ჩემს ტოლა კაცებთან შედარებით.
ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ მე მასზე 8 წლით ვარ უფროსი. ამიტომაც არ ვიცი ჩვენს მომავალს შანსი თუ აქვს..
უცხოელების აზრი უკვე ვიცი ამ თემასთან დაკავშირებით და ახლა ქართველების მაინტერესებს..თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა ქალბატონებს ანდაც მამაკაცებს? კარგი იქნება თუ თქვენს გამოცდილებას გამიზიარებთ..
გამოუცდელებმაც შეგიძლიათ თქვენი აზრი დააფიქსიროთ..საინტერესოა რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
მადლობა წინასწარ!