ვიცი უკვე ბევრი დაწერილა და ბევრი კითხვა დასმულა 9 მაისთან დაკავშირებით, მაგრამ პირადად ჩემთვის გაუგებარი გახდა თუ რა ასაკის ხალხი გამოდის ესე ცინიკურად სამამულო ომზე. ( ნუ ჩემთვის პირადად სამამულო არის)
სწორედ ამიტომაც კავაკეთე გამოკითხვა ზედმეტი და ჩახლართული აზრების გარეშე, სადაც ყველაზე მთავარი ასაკი და არჩეული პოზიციაა. ძაააან მაინტერესებს და იმედია რომ ყველა
ობიექტურად და სწორად უპასუხებს ამ შეკითხვებს და თავის ასაკს დაფიქსირებს.
პირადად მე რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება რომ მოსახლეობა სამ ძირითად კატეგორიად შეიძლება დავყოთ.
1. პირველ კატეგორიაში შეიძლება გავაერთიანოთ ხალხი რომელიც გაიზარდა კომუნიზმის დროს და ჩამოყალიბების საკმაოდ შემწყნარებლური შეხედულება ჩამოუყალიბდა საბჭოთა კავშირზე, რომლებმაც უკვე ზრდასრულ ასაკში გაიგეს იმ საზარელი ქმედებების შესახებ რომლებიც ხდებოდა ბოლშევიზმის სახელით და შესაბამისად ამ ბოროტებას აღიარებენ მაგრამ მხოლოდ ხელისუფალთა მიმართ.
2. მეორე ნაწილში შეიძლება გავიყვანოთ ჩემი თაობა, ანუ ხალხი რომელიც დაიბადა სადღაც 80 წლების პერიოდში. ეს არის ხალხი რომელიც ჩამოყალიბების მომენტში უკვე ქართული ეროვნების პროპაგანდაზე იზრდებოდა, ისტორიის წიგნები თურქეთი, ირანი, რუსეთი და სხვა დამპყრობელი ისეა მოხსენიებული რომ ავტომატურად სიძულვილი ჩნდება მოზარდებში ( მეც მათ შორის) მაგრამ ამავე დროს გარემოცვა არის პირველი კატეგორიის ხალხი რომლებიც საკმაოდ თბილად მოიხსენიებენ ძველ დროს, ჯერ კიდევ არსებობს რუსული არხები სადაც საკმაოდ პატრიოტული და თბილი ფილმები გადის II მსოფლიო ომზე და საბჭოთა კავშირზე მთლიანობაში, discovery და BBC-ის დოკუმენტური ფილმები სადაც ობიექტური საუბარი მიდის საბჭოთა კავშირის დადებით და უარყოფით მხარეებზეც და ჩადენილ გმირობებზე და ბოროტებაზე. ამ კატეგორიაში პირველთან შედარებით უფრო მეტი აგრესიაა კომუნიზმის მიმართ, თუმცა მთლიანობაში ხალხის და მეთაურის გამიჯვნა მაინც ხდება
და ბოლოს.....
3. კატეგორია საკმაოდ ახალგაზრდა პირები რომლებიც უკვე მასობრივი ისტერიის პერიოდში იზრდებიან. მძიმე პროპაგანდული მანქანის ფონზე სადაც მათ საკმარისი გამოცდილება ან ცოდნა ასაკის სიმცირის გამო ჯერ არ მოუგროვებიათ , ხოლო ქვეყნის მასმედიიდან წამოსული პროპაგანდა იმდენად დამახინჯებული და მძიმეა რომ საღი აზრის გამოტანა ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს ხალხი ნაკლებად არის დაინტერესებული სხვა უფრო რთულად აღსაქმელი მაგრამ სწორი იმფორმაციის წყაროს შესწავლისადმი, და მარტივად მისაღებ სატელევიზიო იმფორმაციას სჯერდება. ამავე ფონზე დაკარგული ღირებულებები და რუსეთის გაკიცხვით დაწინაურებული ხელისუფალნი რომლებიც შინაგან თესავენ იმ აზრს რომ ყოველივე რუსულის გაკიცხვით წარმატებული ადამიანი გამოდიხარ.
საბოლოოდ ისე გამოდის რომ დღეს ბევრი ისე ამბობს ცუდს ყოველივე რუსულზე ან საბჭოთა კავშირთან დაკავშირებუზლე რომ სიღრმისეულად შესწავლილიც კი არ აქვს საკითხი. ჩვენი ელჩი სისულელეს იზავს და 8 აგვისტო აკერია ყველას. მიშაა ტერიტორიას დაკარგავს და პუტინი ლილიპუტია, მიწები დავკარგეთ და 9 მაისი ჩვენი ამის გამო აღარ არის, ევროკავშირში გაგვკიცხავენ და რუსეთი გაზით მანიპულირებს, არ გაგვკიცხავენ და თურმე რუსეთი დაშლის პირასააა.
მოკლედ მე პირადად დღევანდელ საქართველოსა და ფაშისტურ გერმანიას შორის ბევრ მსგავსებას ვხედავ ( სქემატურს, თორე იდეოლოგიამდე გვიკლია ჯერ

) და გიტლერიუნგენტის მომავალსაც ბევრ ქართველ ახალგაზრდაში ვამჩნევ!
მოკლედ აი ესეთ მდგომარეობას ვხედავ მე და თუ ვინმე არ მეთანხმებით არც ეგაა პრობლემა, რადგან იმდენის შემხედვარე და მომსწრე გავხდი აღარაფერი მიკვირს მე!
PS. დემაგოგობას ნუ დაიწყებთ. კონკრეტულ თაობებზე და პოზიციებზე წერეთ, გავიგეთ ყველამ რომ საბჭოთა კავშირი არ გევასებათ და მიშა მაგარია. და ვისაც ამის გარდა კიდე რამეზე გვეფიქრება დაგვაცადეთ რა!!!!!!!!!!!!!!!!!
This post has been edited by dng on 9 May 2011, 15:35