საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია (AYPEG), ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის (ECI) ფარგლებში, გთავაზობთ ტრენინგს: "ენერგეტიკის საფუძვლები და ენერგოპოლიტიკა".
ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. მსმენელები გაეცნობიან და შეისწავლიან ენერგეტიკის ძირითად ცნებებს, ელექტროენერგიის წარმოების მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, ენერგოაუდიტს, ტრადიციულ და განახლებად ენერგიებს, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე კოპანიებისა და ორგანიზაციების საქმიანობას, საქართველოს ენერგო-კანონმდებლობასა და ენერგოპოლიტიკას.
ტრენინგ-კურსი შედგება სამი მოდულისაგან:
1. ელექტროენერგიის საფუძვლები;
2. ენერგეტიკის სამომხმარებლო მოთხოვნილებათა მართვა;
3. ენერგომენეჯმენტი და საქართველოს ენერგო პოლიტიკა.
ტრენინგს ატარებენ ენერგეტიკის დარგში მოღვაწე პროფესორები საქართველოს სამი აკრედიტირებული უნივერსიტეტიდან:
** გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი;
** საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
** აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტი.
ტრენინგ-კურსი განკუთვნილია:
** საქართველოს ენერგო სექტორში მომუშავე პირებისათვის;
** კომერციული ბანკების ენერგო მიმართულებით მომუშავე საკრედიტო ოფიცრებისათვის;
** ტელე, რადიო და პრესის ჟურნალისტებისათვის, რომლებიც მუშაობენ და დაინტერესებულნი არიან ენერგეტიკის სფეროთი.
** ენერგეტიკის სპეციალობის/მიმართულების სტუდენტებისათვის;
** ეკონომიკის, პოლიტოლოგიის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
ასევე, კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია ენერგეტიკის სფეროთი.
ტრენინგი ტარდება ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების (ECI) პროექტის ოფისში: თბილისი, ყიფშიძის ქ. 20.
ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ, 2011 წლის 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით.
ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
ტრენინგის ღირებულების ნაწილობრივი დაფინანსება განხორციელდება ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების (ECI) პროექტის ფარგლებში.
მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და CV-სთან ერთად გამოაგზავნოთ მისამართზე: i.pirveli@iset.ge 2011 წლის 16 მაისამდე. სათაურში მიუთითეთ ტრენინგის სახელწოდება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 858 909094, 893 467770, 898 515653
ელ-ფოსტა: i.pirveli@iset.ge | n.sumbadze@iset.ge
თანდართული ფაილი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:
http://jobs.ge/31891/[B]