
გარდა ნევროზის, უძილობას კიდევ ხელს უწყობს კუჭის გადატვირთვა

საღამოს 6-7 საათის შემდეგ აღარ უნდა ჭამოთ საჭმელი, ორგანიზმიც უნდა მიაჩვიოთ ღამე ძილს, მხოლოდ ნერვული სისტემა ვერაფერს გახდება, თუ ღამე ვერ მოგასვენებთ მოსანელებელი საჭმელი კუჭში.
რა თქმა უნდა შეიძლება, მთელი დღე რო თაფლიანი წყალი სვა განა გაწყენს?

უბრალოდ ჩვენი ორგანიზმი გამოფიტულია ძალიან, დღეს რა პროდუქტებითაც ვიკვებებით არაფერი არ არის წესიერი და ვერ იკვებება ორგანიზმი კარგად, ვერ იღებს საკმარის ვიტამინებს საკვებიდან, ცალ-ცალკე წვრილმანებია, მაგრამ ჯამში ქმნის პრობლემებს.
ჩვენც ცალ-ცალკე უნდა ვიზრუნოთ ყველაფერზე, კვებაც უნდა მოვაწესრიგოთ, ვიტამინებიც უნდა მივიღოთ, საკვები პროდუქტები შეძლებისდაგვარად კარგად უნდა შევარჩიოთ და ა.შ.
მეც არ მაქვს დამშვიდებული ცხოვრება, დღე-ღამის განმავლობასი 16-18 საათი კომპთან ვზივარ, ვიცი რო სერიოზულად ვურხევ ჯამრთელობას, მაგრამ პროფესია ესეთი მაქვს და გარდაუვალია ეს ჩემთვის. შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობ რომ ის 3-4 საათი რაც მძინავს - მეძინოს კარგად, ზუსტად ამისთვის რა აღარ ვსინჯე და ნელ-ნელა ჩამოვაყალიბე ცხოვრების წესი.
კიდევ ერთს გეტყვით: მაღლაც დავწერე რო არ გვივარგა საკვები პროდუქტების ხარისხი - მაგალითად კარაქი ავიღოთ ელემენტალურად, ბოლოს როდის ვჭამე არ მახსოვს, იმიტო რო ნაგავია რაც იყიდება, კახეთში როცა წავალ ხოლმე იქ თუ ვიყიდი ნატურალურს, აქ ვერ ვყიდულობ. ყავას არ ვსვამ საერთოდ, იმიტომ რომ კალცი გამოაქვს ორგანიზმიდან და სერიოზულად ფიტავს, ეს ზეთები რაც იყიდება - ნაგავია, მეტი არაფერი, შედეგი რა არის? არის ის, რომ ქოლესტერინით გვევსება ვენები, ძალიან ცუდია ეს, იმიტომ რომ ქოლესტერინი როცა ვენების კედლებზე ილექება, დროთა განმავლობაში იწვევს ვენის კედლების ეროზიას. სისხლი ვეღარ მიეწოდება კარგად ორგანოებს და კარგად ვეღარ იკვებება.
ამის საწინააღმდეგოდ კი მაქვს სუფთა შავი ღვინო, 100 გრამს ზოგჯერ ჩავურტყავ ხოლმე, წნევას ცოტა მაღლა წევს, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ ებრძვის ქოლესტერისნის დალექვას ორგანიზმში, აფართოებს კაპილარებს, ტვინი უფრო კარგად იწყებს კვებას.
მე ამას იმიტო კი არ ვწერ, რომ ყველამ დაიწყეთ ღვინის სმა და გალოთდითქო ...
ზოგჯერ კარგია და სასარგებლოა
This post has been edited by m_lash on 11 May 2011, 11:20