გამარჯობათ და მადლობა ყურადღებისთვის, იმედი მაქვს სწორ ბლოკში ვდებ თემას.
მოკლედ მაქვს სოფელში ნაკვეთი ნახევარი ჰექტარი და მივიღე ვაუჩერები დასამუშავებლად და გადავწყვეტე კიდეც დავამუშაო (უკვე მოვხანი), მაგრამ ჯერ ვერ გადავწყვიტე რა მოვიყვანო. ინფორმაციისთვის სარწყავი წყალი არის და არ დამუშავებულა 10 წელია. ჩემი სავარაუდო ვარიანტებია სიმინდი და კარტოფილი, მირჩიეთ და დამაკვალიანეთ თუ შეგიძლიათ რა მოვიყვანო (რათქმაუნდა მინდა მაქსიმალური მოგება, ხარჯის რაოდენობა მაქსიმუმ შემიძლია გავწიო 2000 ლარი + მუშა ხელი) და რა რეალიზაციის საშუალებები არსებობს ამათუიმ მოსავალზე... ნაკვეთი არის სოფ. ნატახტარში
წინასწარ უღრმესი მადლობა ყველას.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)