------------კლუბი კალენდარულ საშინაო მატჩებს ატარებს ქალაქ ზესტაფონში "დავით აბაშიძის" სახელობის სტადიონზე.--------------------
ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა, რომელიც აშენებულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ, ფუნქციონირება დაიწყო 1952 წელს. თუმცა რამოდენიმე მატჩი მშენებარე სტადიონზე ჩატარდა ოფიციალური გახსნის წინა, 1951 წელსაც.
1952-1989 და 1999 – 2003 წლებში ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მატჩებს მართავდა საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე, საფეხბურთო კლუბი ” მეტალურგი”. 1990-1998 წლებში ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი გახლდათ საფეხბურთო კლუბ ” მარგვეთი”- ს მშობლიური არენა. 2004 წლიდან კი სტადიონზე საშინაო მატჩებს ატარებს საფეხბურთო კლუბი ” ზესტაფონი ”.
1981 წელს არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები , გადაიხურა დასავლეთის და აგებულ იქნა აღმოსავლეთის ტრიბუნა , რის შემდეგაც სტადიონის ტევადობა გაიზარდა 8000 ადგილამდე .
2004 წელს , ს . კ . ” ზესტაფონი ”- ს შექმნის შემდეგ , ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა და დღესაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები , რომელთა მიზანია არენის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება .
2005 წლის ზაფხულში სტადიონზე ჩატარდა მინდვრის საფარის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები . ქართველი მშენებლების მიერ დამონტაჟებული იქნა გერმანული ტექნოლოგიით შექმნილი ახალი სადრენაჟო სისტემა . მინდორზე დამონტაჟებულია ამერიკული ფირმა ” რაინბიორდი ”- ს სარწყავი სისტემა ( სხვათა შორის , ხსენებული მორწყვის სისტემა წარმატებით აპრობირებულ იქნა 2004 წელს პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ 8 სტადიონზე ).
ესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე დაგებულია მინდვრის საფარი - თურქული ფირმა ” ჩიმექსი ”- ს მიერ დამზადებული ” ნატურალური მწვანე ხალიჩა ”. სწორედ ამ ფირმის პროდუქციაა გამოყენებული” ბეშიქთაშისა ” და ” ფენერბახჩეს ” მშობლიურ არენებზე , გარდა ამისა თბილისის ”ოლიმპის” სტადიონზე . აქვე მოგახსენებთ იმასაც რომ პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ცნობილი სპეციალისტი ლევან ცხოვრებაშვილი .
გარდა ამისა , საფეხბურთო კლუბ ” ზესტაფონი ”- ს ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილია კლუბისათვის ახალი ბაზის აშენება, ზესტაფონში აშენდა და შენდება მრავალი ახალი საფეხბურთო მოედანი (მათ შორის, ხელოვნურსაფარიანი). სტადიონზე იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა - გარემონტდა სავარჯიშო დარბაზები სპორტსმენთათვის, ტრიბუნები აღიჭურვა პერსონალური სავარძლებით, უახლეს მომავალში იგეგმება ახალი ტრიბუნების აგება, თანამედროვე ტაბლოს დამონტაჟება ად ა . შ .
ერთი სიტყვით, ზესტაფონში კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს საფეხბურთო რუკაზე ზესტაფონის სახით გაჩნდეს
ახალი ნათელი წერტილი !
კლუბი საშინაო მატჩებს მართავს "დათო აბაშიძის" სახელობის სტადიონზე


სავარაუდოდ ასეთი სახე ექნება ზესტაფონის ახალ ევროპული დონის ლამაზ არენას.

ზესტაფონში მიმდინარეობს ტექნოლოგიური ინოვაციებირამდენიმე დღის წინ ზესტაფონს ესტუმრა სპორტის სფეროში მოღვაწე საქვეყნოდ ცნობილი ფირმა ”პოლარის” წარმომადგენელი როლანდ შრიმპფი. გერმანელი სპეციალისტის ვიზიტი ქართული გუნდის საწვრთნელ პროცესში ულტრათანამედროვე სისტემა ”Polar Team2” დანერგვასთან იყო დაკავშირებული ..აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ”Polar Team2” ტექნოლოგიას, ფეხბურთის გარდა, აქტიურად იყენებენ ველოსპორტში, სათხილამურო სპორტში, მარათონსა და ტრიატლონში. ამ თანამედროვე სისტემით სარგებლობენ ინგლისის პრემიერ-ლიგის უკლებლივ ყველა კლუბი, გერმანული კლუბები: მიუნხენის ”ბაიერნი”, ლევერკუზენის ”ბაიერი”, დორტმუნდის ”ბორუსია”, ”ვოლფსბურგი”, ”მაინცი” და ”ბოხუმი”. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიას იყენებენ გერმანიის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები. როგორც ზესტაფონში მყოფმა ”პოლარის” წარმომადგენელმა როლანდ შრიმპფმა განაცხადა, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველი კლუბი გახლავთ, რომელმაც ამ ტექნოლოგიის გამოყენება გადაწყვიტა.
ეს აპარატურა აი ასე გამოიყურება.

2008 წლის 16 მაისს, საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ საქართველოს დავით ყიფიანის ყაზბეგის თასის გათამაშებსი ფინალში დაამარცხა თბილისის „ამერი“ 2:1 და
არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა.
ტექნიკური შტაბი:
* კლუბის პრეზიდენტი-ილია კოკაია
* ვიცე პრეზიდენტი-ვასილ გველესიანი
* გუნდის უფროსი-ვლადიმერ პანოვი
*
* პრეს ატაშე-სერგო ფუტკარაძე
* ექიმი-ლევან გოგნიაშვილი
* ადმინისტრატორი-ზურაბ გიორგაძე
* ვიდეო ოპერატორი-თემურ კვინიკაძე
* მასაჟისტი-ზაზა გოგლიჩიძე
* მასაჟისტი-თემურ გამყრელიძე
* მძღოლი-გიორგი ძაბირაძე
მთავარი მწვრთნელი-გიორგი გეგუჩაძე
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი-გიორგი ჭიაბრიშვილი
მწვრთნელი-დავით ჯანელიძე

მეკარეები
მცველები
ნახევარმცველები
თავდამსხმელები
როინ კვასხვაძე
ზურაბ მამალაძე
კახაბერ მეშველიანი
გიორგი ხიდეშელი
ზაალ ელიავა
გიორგი ონიანი
მამუკა კობახიძე
მურთაზ დაუშვილი
ირაკლი ძარია
თორნიკე გორგიაშვილი
ალექსი ბენაშვილი
შოთა გრიგალაშვილი
თორნიკე აფციაური
გიორგი ჭანკოტაძე
შოთა ბაბუნაშვილი
კახაბერ ალადაშვილი
ნიკოლოზ გელაშვილი
რატი წინამძღვრიშვილი
ჯაბა დვალი
გოგი ფიფია
ნიკოლოზ ჩიხლაძე
საბა ლომია
გორან გრუიცა
გიორგი ფოფხაძე
ზურაბ მენთეშაშვილი

კლუბი საშინაო მატჩებს თეთრი მაისურით ატარებს

კლუბი გასვლით მატჩებს ლურჯი თეთრი მაისურით ატარებს

მეკარის ფორმა

კლუბმა მიმდინარე წელს გამოსცა ბროშურა,სადაც შესულია გუნდის ისტორია,ფეხბურთელების ისტორია,სტადიონის ისტორია და მიმიდინარე გათამაშების კალენდარი.
* * *
კლუბს ყავს საკუთარი ფან-კლუბი ,რომლებიც ყოველთვის ერთგულად ქომაგობს გუნდს...როგორც საშინაო ასევე გასვლით მატჩებზე..



გულშემატკივართა ჰიმნი -
http://www.fczestafoni.ge/Gallery/Video%20fanebi.mpgგუნდს ასევე ჰყავს დუბლშემადგენლობა აქ ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა ირიცხება და იმედია ბევრი მათგან დიდი ფეხბურთს ითამაშებს
.წინა გათამაშებაში მათ მე-6 ადგილი დაიკავეს,ძალიან წოტა დააკლდათ (ქულების ხმრივ) საპრიზო სამეულში მოსახვედრად.ამ გუნდიდან რამდოენიმე ფეხბურთელი უკვე მთავარ გუნდშიც ირიცხება,კლუბის მწვრთნელის ბატონი გია გეგუჩაძის თქმით ყველა ის ფეხბურთელი ვისაც პოტენციალი იქნება და ბოლოდმე იშრომებს მთავარ გუნდში დაწინაურდება აუცილებლად.იმედია ეს ბიჭები გაამართლებენ გაცემულ ავანსებს.
ოფიციალური ვებ-გვერდი
http://www.fczestafoni.geგუნდის ფეხბურთელები -
http://www.fczestafoni.ge/Club/players.htm"ზესტას" გოლები -
http://www.fczestafoni.ge/Gallery/media.htmhttp://www.fczestafoni.ge/Gallery/media2.htmფოტოგალერეა -
http://www.fczestafoni.ge/Gallery/Gallery2.htmhttp://www.fczestafoni.ge/Gallery/Gallery3.htmhttp://www.fczestafoni.ge/Gallery/Gallery4.htmზესტას გოლები ევროტურნირებში -
http://www.youtube.com/watch?v=Mx0L2YPT5N4...feature=relatedზესტა -თასის მფლობელია (2008) -
http://www.youtube.com/watch?v=ennulGfAxi0...feature=relatedhttp://www.youtube.com/watch?v=El7lheymnn0...feature=relatedწინა თემის ტოპ10 მპოსტავი
sergo_38_fcz 252
dima z3stafan 249
kanavaro7 98
sviri2 97
shukito 68
SPIRIT CRUSHER 54
El-Barcaman 47
zesta_fan 36
geor-gien 32
toko-zes 29

გილოცავთ ახალ თემას და წარმატებები ბიჭებს....ერთად ჩემპიონობისაკენ....
* * *
არასდროს არ დამცალდა ბოლომდე გამეკეთებინა თემა და მერე დაეპოსტა ვინმეს

ესე აქა იქ პოსტებით ულამაზოა მაგარი

იმედია მადეირა მომეხმარება და წაშლის..
გავაკეთებ ბოლომდე და წერეთ რაც გინდათ
This post has been edited by dima z3stafan on 12 Apr 2011, 21:15