დოლმენური კულტურა კავკასიაში
დოლმენების კულტურა - ჩვენს წ. აღ. მე-3 ათასწლეულში, შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს დიდ ნაწილზე - ტამანის ნახევარკუნძულიდან ქალაქ ოჩამჩირემდე (აფხაზეთი), მოხდა დოლმენური კულტურის ჩასახვა და განვითარება. დოლმენური კულტურის სახელწოდება მომდინარეობს მეგალითების ფორმის საფლავის ქვებიდან, რომლებმაც იარსებეს ჩვენს წ. აღ. მე-2 ათასწლეულის ბოლო მეოთხედამდე.
ადიღეთა და აფხაზთა ლეგენდებისა და ეპოსის თანახმად, ოდესღაც მათ მიწაზე ცხოვრობდნენ ჯუჯები და გოლიათები. გოლიათები იყვნენ მებრძოლები, ჯუჯებმა მოტყუებით შესძლეს გოლიათების დამორჩილება და ააშენებინეს საცხოვრებელი სახლები. მათი ლეგენდების თანახმად, დოლმენები სწორედ ის სახლებია, რომლებიც ააშენეს გოლიათებმა ჯუჯებისათვის. ადიღეელები და აფხაზები დოლმენებს „ჯუჯების სახლებს“ უწოდებენ.
რეალურად, დოლმენი არის საფლავზე გაკეთებული ოთხკკუთხა პატარა სახლის ფორმის ნაგებობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქვისგან გამომწვრი ფილებისგან არის აშენებული. დოლმენის შიგნით არის ერთი ან რამდენიმე სამარხი, დასაფლავებისათვის საჭირო ინვენტარით. შიდა კედლები მოხატულია, მშენებლების ყოფა-ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებით. მეოტური კულტურა - ბრინჯაოს ხანიდან რკინის ხანაზე გადასვლის პერიოდში (ჩვენს წ. აღ. IX-VII ს.ს.), ჩრდილო კავკასიაში ყალიბდება მეოტური არქეოლოგიური კულტურა. პროტომეტის ჯგუფის ძეგლები წარმოადგენენ გრუნტის საფლავებს. პროტომეტის მამაკაცების საფლავებში მოპოვებულია კერამიკა , ხანჯლები, მახვილი (ბრინჯაოს და რკინის), ნაჯახი. ქალების საფლავებში ნაპოვნია სამკაულები.
არქეოლოგიური გათხრების მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია უაშხიტუს ყორღანი, რომელიც აღმოჩენილია 1988 წ. აულში კაბეხაბლი (ადიღე). მე-19 საუკუნის 70-იან წლებში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ყორღანები „შვიდი ძმა“, რომლებიც ეკუთვნოდნენ სინდის ბელადებს. ყორღანებში, რომელთა სიმაღლე 7-15 მერტს აღწევდა, აღმოჩენილია ქვის სკლეპები ხის გადახურვით. ყორღანები თარიღდება ჩვ. წ. აღ. V საუკუნის შუა ნახვრიდან და IV საუკუნის პირველ ნახევრამდე. ხოლო მათში აღმოჩენილი დასაფლავებისათვის საჭირო ნივთები მოწმობენ მჭიდრო კავშირებზე სინდებსა და ბერძნულ მოსახლეობას შორის.
აფხაზეთის დოლმენები, ბრინჯაოს ხანის მეგალითური სამარხი ნაგებობანი აფხაზეთის ტერიტორიაზე (სოფლები - ეშერა, აზანთა, ოთხარა, აჭანდარა, გორანა, ყულანურხვა, შრომა; დოუს უღელტეხილი, მდ. ფსოუს ხეობა და სხვა). არქეოლოგიურად ყველაზე უკეთ შესწავლილია ეშერის დოლმენები. აფხაზეთის დოლმენები აგებულია ოთხ-ოთხი ვერტიკალურად დაყენებული მასიური ბრტყელი ქვისაგან და ასეთივე ქვითაა გადახურილი (ცალკეული ქვების წონა 50 ტ აღემატება). ზოგ დოლმენს იატაკადაც ქვის ფილა აქვს. აფხაზეთის დოლმენების გეგმა ტრაპეციის ფორმისაა. წინა ფართო კედელში, რომელიც უპირატესად მიქცეულია სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით, გამოჭრილია 0,4 მ დიამეტრის მრგვალი ხვრელი. ხვრელი ქვის საცობით იხურებოდა. გვერდით კედლებსა და იატაკის ქვებზე სიმკვრივისათვის ხშირად ნარიბანდებია ამოკვეთილი, კედლების გასწვრივ გარედან კი დიდი ქვებია შემოწყობილი.
აფხაზეთის დოლმენები საგვარეულო სამარხები უნდა ყოფილიყო . დაკრძალვის წესის ზუსტად დადგენა არ ხერხდება - მიცვალებულთა ძვლები უწესრიგოდაა მიმოფანტული ან კუთხეებში მიყრილი. აფხაზეთის უძველესი დოლმენები ადრეული ბრინჯაოს ხანისაა. მათი მშენებლობა ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარში დაიწყო. ამ ხანის აფხაზეთის დოლმენები მომცრო და ტლანქად ნაგებია. მათში აღმოჩენილია ბრინჯაოს ყუადაქანებული ცულები, კავები, ფოთლის მოყვანილობის შუბისა და სატევრის პირები, საკინძები, თიხის ჭურჭელი და სხვა. შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი) დოლმენები უფრო მოზრდილი და უკეთ ნაგებია. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები და მათი მინიატურული მოდელები, ფოთლისებრი სატევრები, ცხვრის თავის გამოსახულებებით შემკული ცულის ყუის დამატებითი მასრები, "რქიანი" ჩიტების გვერდგახეხვრეტილი ქანდაკებები, მძივები, თიხის ჭურჭელი და სხვა . აფხაზეთის დოლმენებს დასაკრძალავად უფრო გვიანაც იყენებდნენ. ზოგიერთ დოლმენში აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოსა და მისი მომდევნო ხანის ნაკეთობანიც.
დოლმენები საქართველოში
აჩანდარა. აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები
ეშერი (ეშერა). აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები
ოთხარა. აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები
ფსხუ. აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები
გოხნარი. თეთრიწყაროს რაიონი. დოლმენები. ძვ. წ. II-I ათასწლეულები
თბილისი. თბილისის გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი
* * *
This post has been edited by batmen on 10 May 2011, 05:50
მიმაგრებული სურათი