www.naec.ge
მსოფლიოში ტარდება მსგავსი კვლევები, აინტერესებთ ქვეყნებს შორის შედარება ასაკობრივ ჭრილში..
ნიშნებზე არ მოქმედებს, დაწერეთ რაც იცით
* * *
გამოცდების ეროვნული ცენტრი ხვალიდან საქართველოში ორი მასშტაბური საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის ჩატარებას იწყებს . წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (PIRLS) 5000-ზე მეტი სოლის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევაში (TIMSS) 10 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევა ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება და მოზარდებში კითხვის უნარის განვითარებას აფასებს. მასში მსოფლიოს 53-მდე ქვეყანა მონაწილეობს. მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევა კი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს კვლევაში, 80-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.
კვლევები საქართველოს 170-ზე მეტ სკოლაში 17, 18 და 19 მაისს ჩატარდება. იმ ფაქტორების დასადგენად, რომელთაც გავლენა აქვთ მოზარდთა წიგნიერებაზე, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაზე, სპეციალურ კითხვარს შეავსებენ მოზარდების მშობლები, პედაგოგები და დირექტორები.
"საერთაშორისო კვლევების მიზანი სასწავლო პროცესის შეფასება და დაშვებული ხარვეზების გამოვლენაა. გარდა ამისა, აღნიშნული კვლევები კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს შევადაროთ და პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყნების მიღწევები გავითვალისწინოთ. ორივე კვლევა კარგად აჩვენებს, რა არის დასახვეწი სასკოლო განათლებაში იმისთვის, რომ მოსწავლეთა მიღწევები გაუმჯობესდეს. კვლევების საფუძველზე მზადდება რეკომენდაციები, რომლებიც ქვეყანას სასწავლო პროცესის გაჯანსაღებისთვის გამოადგება",-აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
საქართველო საერთაშორისო საგანამანათლებლო კვლევებში 2006 წელს ჩაერთო. მაშინ პირველად ჩატარდა წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, ხოლო 2007 წელს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევა (მე-4, მე-8 კლასების მოსწავლეები) ჩატარდა. საქართველოს კვლევის ამ მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, შედეგების შედარებისა და პროგრესის შეფასების საშუალება ექნება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...as-itsyebs.html