#25454171 · 14 May 2011, 14:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველომ უნდა იპოვოს თავისი ადგილი მსოფლიოს ეკონომიკაში, მან უნდა შესთავაზოს მსოფლიოს ისეთი პროდუქცია, რაზეც მსოფლიოში 100 პროცენტიანი მოთხოვნაა.
ზოგი ქვეყანა ლიდერია ტურიზმში, ზოგი მეცნიერებატევადი პროდუქციის წარმოებაში, ზოგი კოსმოსურ გამოკვლევებში, ზოგი ნავთობის და გაზის მოპოვებაში და ა.შ.
საქართველო ძალიან გვიან იწყებს თავისი ადგილის ძებნას მსოფლიო ეკონომიკაში -თითქმის ყველაფერი იწარმოება და არ არსებობს წარმოების სფერო სადაც საქართველოს შეუძლია გახდეს ლიდერი.
ჩემი აზრით, საქართველოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე ერთადერთი წარმოების სფერო რომელშიც საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი გახდეს საინტერესო მსოფლიოსთვის, ეს არის:
1) ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება,
2) ადამიანის ჯანმრთელობასათვის საჭირო უსაფრთხო გარემოს-ტყის მასივების, სუფთა ზღვის სანაპიროს, სუფთა წყლისა და ჰაერის შენარჩუნება.
3) აუცილებელია, ქვეყნის განვითარებისათვის და მოსახლეობის დასაქმებისათვის, საქართველომ ნებისმიერი სახის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება და ექსპორტი განთავისუფლდეს დღგ-ს და მოგების გადასახადისგან.
(მით უფრო, რომ წარმოების ამ სფეროდან ბიუჯეტში ერთი კაპიკი არ შედის)
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის, გენმოდიფიცირებული პროდუქციის დათესვის და ქიმიური ნარჩენების გადამუშავების გამო ეს შანსიც გაქრება
|