არატრადიციული ოჯახების საკითხი საკმაოდ აქტუალურია. ამიტომ შემდეგ ტექსტს პირდაპირ ვაკოპირებ.
______________________________________________________
დანო და ძმანო, (

) ორი დღის წინ, ამერიკაში, მშობლების ასე ვთქვათ სახელწოდებების შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით თემა გაიხსნა. როგორც უმეტეს შემთხვევაში, მეგა პიზდეც ინტელექტის მქონე თანაფორუმელები, თემის მთავარ საკითხს აცდნენ. თემა, კვლავ ამბროლაურის ბირჟის დონეზე იქნა განხილული. ძირითადი აქცენტი არა იმაზე, თუ რაოდენ კრეტინულია მშობლების „დანომვრა“, არამედ ერთსქესიან ოჯახებში გაზრდილ ბავშვებზე გაკეთდა, რომლებიც რატომღაც ჰეტეროსექსუალთა შვილების განსხვავებით, „არასრულფასოვნები“ იზრდებიან.
მაშ ასე, იმბიცილთა გამზრდელები:
მამა და მისი ფუნქცია:
როგორც წესი, ქართველი მამა შვილის აღზრდის პროცესში არ მონაწილეობს. მას „მოსიარულე“ საფულის ფუნქცია აკისრია. სამუშაო ადგილების სიმწირისა და დაბალი ხელფასების გამო, მშობელი მამა თავის ერთადერთ მოვალეობასაც ვერ უმკლავდება. ოჯახის მარჩენალის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, როგორც, მატერიალური, ასევე მორალური თვალსაზრისით, მთელ ოჯახზე მძიმედ აისახება, რის გამოც ჰეტეროსექსუალთა ოჯახში, დაძაბულობის ინდიკატორი, მაქსიმალურ ნიშნულებს აფიქსირებს.
სტრესული გარემო, ოჯახის თითოეულ წევრზე მოქმედებს. განსაკუთრებით დიდ ზიანს კი ბავშვის ფსიქიკაას აყენებს. ნუ გავიწყდებათ, რომ დაზიანებული ნერვული სისტემის აღდგენა შეუძლებელია.
არასამთვრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ყოველწლიურად 300 ქალბატონი ხდება. ქართველი მდედრების მონური ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, სტატისტიკა მეტად ბევრ ღირსებაშელახულ ქალბატონს მოიცავს . რასაკვირველია, ოჯახური ძალადობა მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია, თუმცა არა ისეთი მძიმე ფორმებით, როგორც საქართველოში.
აქვე ნარკომანიის პრობლემის შესახებ ორიოდე სიტყვას დავწერ მხლოდ 2006 წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 200 ათასი ნარკომანია დარეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში, უფროსკლასელთა 30 პროცენტს ნარკოტიკი გასინჯული ჰქონდა.
დედა – „აღმზრდელი“.
საქართველოში მცხოვრებ ბავშვს აღმზრდელი არ ჰყავს. მას ტელევიზორი და კომპიუტერი „ზრდის“. მოზარდისთვის არავის სცალია. განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა ადამიანი, მორალურად ჩამოყალიბების სტადიაში შედის.
აქვე ერთ საინტერესო ამბავს დავწერ. ბრიტანელი მეცნიერების აზრით, დასაქმებული დედების შვილები გონივრულად მეტად განვითარებულნი არიან, ვიდრე სახლში მჯდომი სერიალების ერთგული მაყურებელი არსებები. აზრი? – 0. საქართველოში დასაქმებული ქალი, კაპიკების სანაცვლოდ, სამსახურში იმდენად დიდ სტრესს განიცდის – ყველაფერს ფასი ეკარგება. უცხოეთში გაქცეული დედებიც არ გამოგვრჩეს. (ბავშვისთვის ასე „უკეთესი“ იქნება)
მაყვალს და ემზარას ნეტარყუჩობის ნაყოფი:
ბიჭი:
დღეში რამდენჯერმე საკუთარი დედის ჯერ მხოლოდ სიტყვიერად მტYვნელი. უსაქმურობისა და ჭეშმარიტი ღირებულისადმი ინდიფერენტულობის შესახებ აღარაფერს დავწერ.
გოგო:
ნორჩი მოზვერი, რომელიც 16 წლის ასაკში სექსის გამო გათხოვდება, გააჩენს და ბავშვს/ებს გასაზრდელად ხანშიშესულ მშობლებს მიუგდებს. რა წესია? 40 წლის გავხდე, ჩემი შვილები ვზარდო, მერე ჩასვრილი შვილიშვილების გაზრდით უნდა დავკავდე?! მშვიდად მაინც არ უნდა მოვკვდე?
დასკვნა:
საქართველოში კარგი აღმზრდელების დეფიციტია. სექსით დაკავება და შვილის გაჩენა, მშობლის სტატუსის მოპოვებისთვის საკმარისი არაა. „აღზრდის“ ასეთი მეთოდებით, ინტელექტუალურად ატროფირებული თაობა იზრდება, რომელიც შემდგომ სოციალური ინვალიდად ყალიბდება. ცოტაა ისეთი გამზრდელი, რომელიც უტვინო ბავშვისგან პიროვნებას შექმნის. მისცემს ძირითად მორალურ ფასეულობებს. ასე ვთქვათ, მასში საფუძველს ჩაყრის და შემდგომ მის პირად ცხოვრებაში ჩარევაზე უარს იტყვის..
მოკლედ, მი ვ ჟოპე. ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, თავს ასეთი შეცდომების უფლებას არ უნდა ვაძლევდეთ.
პირადად მე, მხოლოდ ერთ გამოსავალს ვხედავ. შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც საგამოცდო ტესტებს შეადგენს. მოზარდთა ფსიქოლოგიის საფუძვლების ცოდნისა და ჩვილის მოვლის უნარ – ჩვევების გარეშე, ბავშვის გაჩენის უფლება არავის არ უნდა მიეცეს. გამოცდა უფასო იყოს და გარკვეული ფულადი ჯილდოებით უნდა ხდებოდეს მომავალი მშობლების წახალისება. თუ მილიონები კონცერტებზე და ჩვენ შემთხვევაში სხვა მეორეხარისხოვან ღონისძიებებზე არ დაიხარჯება, მერწმუნეთ, ამით კარგი საქმე გაკეთდება. ქვეყანაში მცხოვრებთა რაოდენობა არაა მთავარი. მთავარი ხარისხია.
ამით შემოვიფარგლები. დაახლოვებით 20 საათის უძილო და თითქმის 2 დღის უჭმელი მეტს ვეღარ ვქაჩავ. ჩემი ნაჯღაბნი თითქმის ყველას ეხება. (არიან იუზერები, რომლებმაც ჩემი პატივისცემა დაიმსახურეს.. თუმცა ესეც არაა საჭირო. ჩემი პატივისცემის გარეშე ისედაც კარგი ადამიანები არიან. ნიკებს შეგნებულად არ ჩამოვთვლი. )
პ.ზ. ესაა პიზდეც თავდაჯერებულობაზე და უაზრო ამბიციებზე ერთგავრი პასუხი.
ბოლოს ერთ კითხვას დაგისვამთ:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველ ბავშვებს, ამერიკელი ლესბიანკა – პიდარასტების შვილებთან შედარებით, გაზრდისთვის უკეთესი გარემო აქვთ?
ერთი რამ გაითვალისწინეთ, როცა სხვას დასცინით, როგორიც მინიმუმ მისი დონის შესაბამისი, ან სულ ოდნავ მაინც უკეთესები უნდა იყოთ.
მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.