#58634162 · 23 Nov 2021, 21:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველა პლანეტარული კომბინაცია რაც ქვემოთ იქნება მითითებული გულისხმობს სიდერიული (ინდური) ზოდიაქოს სისტემის გამოყენებას - რაც 23-24 გრადუსით განსხვავდება ტრადიციული დასავლური ზოდიაქისგან. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საბედისწერო ქალები, როგორც წესი მათ სილამაზესა და მომხიბვლელობასთან ასოცირდება. თუცა მარტო ეს ორი ფაქტორი არ კმარა იმისთვის რომ ქალი ნამდვილად საბედისწერო იყო. ასეთი ადამიანები მართლა არსებობენ და ამ ფენომენს ვედური ასტროლოგიაში ეწოდება "ვიშა-კანია", რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს "შხამიან გოგონას". ეს ტერმინი წარმოიშვა ძველ ინდოეთში, როდესაც ქალღმერთ კალის მსახურები ბავშვობიდანვე არჩევდნენ განსაკუთრებული ასტროლოგიური მონაცემების მქონე ლამაზ გოგონებს და სასიკვდილო იარაღად აქცევდნენ მათ. მათ სხეულში გველის შხამი შეჰყავდათ. გადმოცემების მიხედვით კობრას შხამს რძეში ურევდნენ ჯერ მცირე დოზებით, შემდეგ კი დოზებს თანდათან ზრდიდნენ. დროთა განმავლობაში გოგონების სხეული იმდენად იჟღინთებოდა შხამთ, რომ ვიშა-კანია გოგონებს შეეძლოთ ერთი კოცნით ან თუნდაც შეხებით მოეკლათ მტერი, სამიზნე მამაკაცი. ამბობენ, რომ სწორედ ასეთი, შხამიანი გოგონას მსხვერპლი გახდა თავის დროზე ალექსანდრე მაკედონელი.
თუ ჩვენს ცხოვრებაში არ შეგვხედრია, შესაძლოა გსმენი ისეთი ქალების შესახებ რომლებიც გაუცნობიერებლად ანგრევენ საყვარელი ადამიანების/მამაკაცების ცხოვრებას. ზოგჯერ მძიმე კარმა წარსული ინკარნაციებიდან მომაკვდინებელი შხამივით კონცენტრირდება კონკრეტულ ადამიანში და ასეთი ადამიანი ხდება ვიშა-კანია, "მომხიბლავი მკვლელი". ეს განსაკუთრებით ეხება ლამაზ ქალებს - თუმცა, სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ვიშა-კანიას კარმას მამაკაცებიც ატარებენ და ითვლება, რომ ასეთი მამაკაცები ანადგურებენ საკუთარ ოჯახს (მშობლების) და კლანს.
ასეთმა საბედისწერო ადამიანებმა შეიძლება არც კი იცოდნენ თავიანთი მომაკვდინებელი კარმიული მისიის შესახებ. თავად ისინი ფიქრობენ, რომ უბრალოდ ცხოვრობენ ჩვეულებრივი ცხოვრებით, როგორც ყველა ადამიანი, მაგრამ მათ ცხოვრებაში ყველა ახლობელი მამაკაცი რატომღაც კვდება ან ქრება. განადგურების პროგრამა გააქტიურებულია უმაღლესი ძალების მიერ, მისი მატარებელის შეგნებული არჩევანის გარეშე, რომელიც მოქმედებს როგორც "შურისძიების იარაღი". ვიშა-კანია ითვლება გველის ერთ-ერთ წყევლად და ის ჩანს ჰოროსკოპში გარკვეული პლანეტარული კომბინაციების სახით:
1. პირველი კობინაცია (უნდა სრულდენბოდეს სამივე პირობა ერთდროულად) 1.1. დაბადება კვირა დღეს (დღე იწყება მზის ამოსვლიდან); 1.2. დაბადება მზის ამსვლიდან ან მზის ჩასვლიდან მე-2 საათის განმავლობაში 1.3. მთვარის მდებარებოა დაბადების მომენტში კირჩხიბის 16°40′ — 30°00′ ნაკშატრა - აშლეშა;
ან
2. მეორე კომბინაცია (უნდა სრულდებოდეს სამივე პირობა ერთდროულად) 2.1. დაბადება შაბათ დღეს (დღე იწყება მზის ამოსვლიდან) 2.2. დაბადება მზის ამსვლიდან ან მზის ჩასვლიდან მე-7 საათსი განამვლობაში; 2.3. მთვარის მდებარებოა დაბადების მომენტში კირჩხიბის ვერძის 26° 40′-დან — კუროს 10° 00′ ჩათვლით (ნაკშატრა - კრიტიკა);
ან
3. მესამე კომბინაცია (უნდა სრულდებოდეს სამივე პირობა ერთდროულად) 3.1. დაბადება სამშაბათ დღეს (დღე იწყება მზის ამოსვლიდან); 3.2. დაბადება მის ამოსვლიდან ან მზის ჩასვლიდან მე-12 საათის განმავლობაში; 3.3. მთვარის მდებარეობა დამადების მომენტში მერწყულის 6°40′ — 20°00 (ნაკშატრა - შატაბჰიშა.)
ზემოთ ჩამოთვლილი, რომელიმე 3 კომბინაციიდან ერთ-ერთის პირობების შესრულების შემდეგ, უნდა შესრულდეს კიდევ ერთი აუცილებელი პირობა უშუალოდ ჰოროსკოპში:
- პირველ სახლში (ნიშანში რომლიშ მოხვდა ასცედანტი) უნდა ოყოს 2 პოზიტიური პლანეტა (იუპიტერი, ვენერა, მერკური, მზარდი მთარე); - მე-10 სახლში უნდა იყოს 1 მავნე პლანეტა (სატურნი, მარსი, მზე, მახუ, კეტუ) მაინც - მე-6 სახლში უნდა იყოს 2 მავნე პლანეტა მაინც
ვიშა-კანიას არასრული კომბინაციებიც კი საკმაოდ მძიმე შედეგებს იძლევა ადამიანის ცხოვრებაში.
გველის ეს წყევლა, ანუ ვიშა-კანია იოგას მავნე მოქმედება გარკვეული პირობების შემთხვევაში, კერძოდ თუ ჰოროსკოპში, ასედენტის ან მთვარის მდებარეობის ზოდიაქოს ნიშნიდან მე-7 ნიშანში (ანუ მოპირდაპირე ნიშანში, გადათვლისას პირველი თავად ასც. ან მთვარის ნიშანია, ასე ითვლიან ინდოელები) მდებარეობს იუპიტერი ან ვენერა.
გველის წყევლის კიდევ სხვა კომბინაციები არსებობს, რომელთა შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ.
|