ზემოაღნიშნული თემებიდან:
===========================================================================================================================================
სწორედ ახლანდელ ხელისუფლებას არ აძლევს ხელს არსებული ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვინმე არ დააფინანსოს და რომელიმე პოლიტიკურ ძალას მხარში არ ამოუდგეს იგი. სწორედ ამიტომაც, თუკი ნათელაშვილის ადრინდელ განცხადებებს ბეჭდური მედია და მეორეხარისხოვანის ტელეარხები აშუქებდნენ ხოლმე; ამჯერად მისი ბრიფინგის შესახებ სიუჟეტი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ყველა არხმა _ რუსთავი2-მა, იმედმა და საზგადოებრივმა მაუწყებელმა დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადასცა. სწორედ სააკაშვილის მთავრობა ცდილობს დაიხმაროს ქართველი ხალხი და ასევე დაარწმუნოს რუსეთის მთავრობაც, რათა მოიშოროს ივანიშვილი და მისგან თეორიულად მოსალოდნელი შესაძლო ხიფათი თავიდან აიცილოს. ნათელაშვილი სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და მისსავე ინტერესებს ემსახურება. რამდენად შეუგნებლად ან ხელისუფლების დაკვეთით აკეთებს ამას ნათელაშვილი, ამის ანალიზი, არსებული ფაქტების გათვალისწინებით, მკითხველისთვის მიგვინდია"
=============================================================================================================================================
ლეიბორისტების განცხადება მიშასთვის საკრებულოს ,,გადალოცვას'' მახსენებს.....
,,ვარდების რევოლუციისას'' მშვენივრად მოხსნა ,,ანდროპოვის ყურებისკენ'' ,,რევოლუციის'' ოპოზიცია......
,, ფასიანი შესანიღბი ფარდა-ბუფერი.''
და დავამატებ:
მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ურთიერთობა არ მქონია ცხოვრებაში ბიძინას და მის გარემოცვასთან --- რაც მსმენია და მიხილავს, მხოლოდ დადებითი
და სასიკეთო ქვეყნისათვის.
ის, რომ სურს დარჩეს ,,უჩინარი'' ქველმომქმედი --- მის მორალსა და ზნეობაზე მეტყველებს და უმადურთაგან ღირსების და სახელის გაფრთხილებას.
რადგან მაინც არ ასვენებენ:
იქნებ ღიად და გამჭვირვალედ დააფინანსოს სოლიდარობა დაინტერესების შემთხვევაში და რეალური დაცულობის მფარველობა იტვირთოს
ბაასთან ერთად.
განა.... ,,როდესაც მთა არ მიდის მუჰამედთან --- მუჰამედი არ მიდის მთასთან?
მაგის ადგილას ,,სუფთად გადარჩენილებს'' მოვიძიებდი ერისკაცულად და ღიად.