#25485674 · 16 May 2011, 13:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაწო
QUOTE | რეებიც აქ იწერება, ხორციელდება? თქვენსავე მიერ? |
ფსიქოლოგიაში არის ინფორმაციის მიღების და რეალიზების მომენტი, რომელიც უფრო მყარია თუ სმენითი და კითხვითი ფორმისაა, მაგრამ არანკლებია თუ კითხვითია და პლუს შეკრებილი ხალხი მხარს უჭერს მას. შესაბამისად ვირტუალურად წაკითხული შეხედულება, რომ ხორციელდება ცხოვრების ყველა ეტაპზე ეს ცხადია, მით უფრო პირად ურთიერთობებში, რადგან ადამიანები ხშირად ეძებენ ამა თუ იმ გამოსავალს კონკრეტული ურთიერთობებისას.
ამასთანავე ვირტუალური კომუნიკაციის დიდხანს გაგრძელება ხსნის ადამიანს კომპლექსებისაგან, საბოლოოდ კი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ინერგება იგი ყოველდღიურ რეალობაში.
ანუ ჩემი პასუხია კი, ხორციელდება. არ ვიცი პირადად ჩემთვის სარევოლუციო იყო თუ არა რაიმე, მაგრამ მრავალი მოსაზრება და თემა წამიკითხავს ამა თუ იმ განყოფილებაში, საინტერესოც ამომიღია და გამიცინია კიდეც ზოგიერ ხედვაზე. შესაბამისად ცუდად არ ჩაუვლია ამ განწირულ სულისკვეთებას.
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|