არაფერია ცუდი იმაში, თუ ასეთ დიდებულ დღეებს პატივს მივაგებთ და გავიხსენებთ...
ზოგიერთი სირიკო ფიქრობს, რომ ეს "უკან" გვწევს....ვაი მაგათ პატრონს უბედურს
13 მაისს , თამაშის წინ, გასახდელში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა თბილისიდან ჩასული დეპეშა წაუკითხა ბიჭებს, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ გაუგზავნა დინამოელებს.... ”გლოცავთ შვილებო, ღმერთი იყოს თქვენი შემწე, გამარჯვებულები დაგვიბრუნდით....”
სიჩუმე ჩამოვარდა
მერე დათო ყიფიანმა ბიჭებს შეუძახა...
თავის ირგვლივ შემოიკრიბა... ერთმანეთს ხელი გადახვიეს...
წრე შეკრეს..
მუხლზე დაიჩოქეს...
პირჯვარი გადაიწერეს და ფიცი მისცეს ერთმანეთს, რომ თავს დადებდნენ და გაიმარჯვებდნენ...
13 მაისამდე მისასვლელი გზა ისევე რთული იყო, როგორც ამ გადაწყვეტ ბრძოლაში გამარჯვება
ფინალამდე საბერძნეთის, ირლანდიის, ინგლისის და ჰოლანდიის გამორჩეული გუნდები დავამარცხეთ, განსაკუთრებით რთული ”ფეინოორდის” ბარიერის დაძლევა აღმოჩნდა, რადგან ისედაც ძლიერ მასპინძლებს მსაჯების მხრიდან არნახული მხარდაჭერა ჰქონდა...
თბილისის ”დინამოს” მოსკოვურ კლუბებთან თამაშისას ხშირად უნახავს არაობიექტური მსაჯობა, მაგრამ როტერდამული მატჩი ამ მხრივ მაინც გამორჩეული იყო... დინამოელებმა შეძლეს თავის ხელში აყვანა, გარდა ამისა რამაზ შენგელია იხსენებს : ”ერთმა ფაქტმა გაგვაოცა, რამაც საბოლოო გამარჯვება გაგვიიოლა. ჰოლანდიელმა გულშემატკივრებმა ბოლო 15 წუთში ”ფეიონოორდის” გულშემატკივრობა შეწყვიტა... თამაშის შემდეგ კი არც ოვაციები დაიშურეს ჩვენთვს... ხედავდნენ, მათ გუნდს რომ ვჯობდით”.
ფინალის წინ, თითქმის ყველა საგაზეთო გამოცემა და სპორტული ელიტა ფავორიტად თბილისის ”დინამოს” მიიჩნევდა, თუმცა ყველაზე მეტად გამოსარჩევი არგენტინელი სპეციალისტის ლუის მენოტის მოსაზრება გახლდათ: ” ფინალში ევროპის უძლიერესი გუნდი, თბილისის ”დინამო” გაიმარჯვებსო”.
შეხვედრა დინამოს უპირატესობით დაიწყო და თითქმის მთელი პირველი ტაიმი ასე გრძელდებოდა. თბილისელთა ძირითადი უპირატესობას სტანდარტული მდგომარეობები იყო...
თუმცა მეორე ტაიმი გერმანელებმა უფრო კარგად დაიწყეს... მსუბუქად და გააზრებულად მოქმედებდნენ... რამოდენიმე სახიფათო მომენტს საბოლოოდ 63-ე წუთზე გატანილი გოლიც მოყვა და თითქოს ამას ელოდებოდნენ ქართველებიც. გაშვებული გოლის მერე დინამოელები უფრო გუნდურად ამოქმედდნენ...დაიხვეწა პაზის სიზუსტე, კარში დარტყმა... ბურთის კონტროლი.
4 წუთში ანგარიშიც გათანაბრდა. შენგელიას სოლო გარღვევა გუცაევზე პასით გაგრძელდა, რომელმაც მეკარეს შანსი არ დაუტოვა და ანგარიში გაათანაბრა....
თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი დარასელიას გოლმა ”დინამოს” უდიდესი გამარჯვება მოუტანა....
გოლი!
გესმით, გოლი!
საქართველოში ათასობით ფანჯარა გაიღო და გულშემატკივართა გულებში დაგუბებული ემოციები ქუჩებში დაიღვარა... ”გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ”!
„დინამომ“ ქართველობაში გააღვიძა პატრიოტიზმი, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში თანდათან იფერფლებოდა, კვდებოდა . . .
თბილისში ენითუაღწერელი სიხარული სუფევდა...
http://gladiators.ge/index.php?newsid=36
მიმაგრებული სურათი
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN