დედამიწა ბრტყელია და სპილოებს უჭირავთ ზურგით, ზუსტად ვიცი უბრალოდ აპარატი არ მქონდა რო გადამეღო, ცივი დილა შეაგუწებს ფეხებს რომ გაგითოშავს და საბანიც რო არ გყოფნის სიგრძეზე , ან რა საბანზეა ლაპარაკი პადიეზდში გაზეთ გადაფარებულს როცა გძინავს, გვერდზე შავი პური მიგდია მაგრამ აშკარად ეტყობა რო ობიანია,ობიანი პური გიჭამიათ? რატომ? იცით როგორ ტირის ლერწამი როდესაც გაზაფხული მთავრდება? ლერწამი არ გინახავთ? არაუშავს მაშინ მდინარეში კიბორჩხალები ხო გყავთ დაჭერილი? ღამეს ვათენებ მაგრამ არ მცივა არ მშია არ მწყურია იმიტომ რომ მძინავს მაგრამ ღია თვალებით, თვალებით შემაყვარა თავი და მერე მიმატოვა , ქუჩაში ცივა მაგრამ ზაფხულია , წვიმს მაგრამ არ ვტირი , აი მანქანამ გაიარა , გარშემო მდუმაებაა , სიგარეტის კოლოფს ვხედავ ,გასაღებსაც და საფერფლესაც , ბნელა მაგრამ მაინც ვხედავ ,შენ ანათებ? არა გარე განათებაა ,ვიხრჩობი თუმცა თავზე ქუდი მხურავს ,კბილი მტკივა თუმცა პური მაინც ვიყიდე, სიჩუმეა თუმცა მდუმარება ირღვევა , ვიღაც აფრენს მაგრამ ფრენის მეშინია , ვიღაც კივის თუმცა სიჩუმეა, მარტო არ ვარ სულს ვატარებ , ჩანთა მიჭირავს , ქოლგას მართმევენ, სახეში მირტყავენ, საჭმელს არ მაძლევენ....
ავტობუსს ველოდები , აი აი აქ არის, აქ არის, მოხვედი? მეგონა ვკვდებოდი, მეგონა ვიმარხებოდი თუმცა ვსუნთქავდი , მეშინოდა მაგრამ მიყვარდი , მიყვარდი მაგრამ მენატრებოდი, მენატრებოდი თუმცა მეზიზღებოდი , მეზიზღებოდი???ტირი? რატომ თავზე თმა არ მაქ,მელოტი ვარ , მაგრამ თმა მაქ , ჭაღარა? არა შავი მაქ თან ხვეული , ძილი მენატრება , დავიღალე , ფსიქოლოგიურად , ფიზიკურად მხნე ვარ , ხარი დავკალით მაგრამ შემეცოდა , თუმცა მშიოდა,მარილი დავიყარე პურზე
ჩავკბიჩე
მშრალია , ზღვა ცივია მე მცხელა მზე არ ჩანს ღუბელიც არსადაა მიყვარხარ და სახე მეწვის ვწითლდები , ცისარტყელა გამოჩნდა გავიაროთ შიგნით მაგრამ ვერ ვეწევი ,შუქი ჩაქრა იმედი გარბის სწრაფია მანქანა დამეჯახა თითი გავიჭერი თავი ამტკივდა გული ამერია ხელფასი არ მომცეს პენსია დამიგვიანეს ინტერნეტი გამეთიშა სახლში არ შემიშვეს ქუჩაში გამაგდეს მათხოვრობა დამაწყებინეს გული ამირიეს ტყვია მესროლეს თავში გამარტყეს
მომკლეს
კუბოში ჩამაწვინეს ხელში ამიყვანეს სუდარა გადამაფარეს გამპარსეს დამაბალზამეს ზალაში შემიყვანეს დამიტირეს სკამებზე დამაყენეს მხარზე ამიკიდეს მანქანაში ჩამაწვინეს ქუჩაზე გამატარეს სასაფლაოზე მიმიყვანეს მიწა ამოთხარეს შიგნით ჩამაწვინეს მიწა დამაყარეს ხსოვნის მითხრეს ღვინო დამასხეს სანთელი დამინთეს ..... მიმატოვეს...
არ იტირო მე მიყვარხარ
არ მენატრები
ავტობუსს ველოდები
პ.ს
This post has been edited by TranceMaker on 16 May 2011, 23:03
Why Is The Paradise We Live In So Much Like Hell...