ვარდების რევოლუციის მოედანზე გიგანტური ველოსიპედის სკულპტურა იდგმება ვარდების რევოლუციის მოედანზე გიგანტური ველოსიპედის სკულპტურა იდგმება. ის სიმაღლეში დაახლოებით 10 მეტრი, ხოლო სიგრძეში 20 მეტრია.
ველოსიპედს ორი საჭე და ორი ერთმანეთისკენ მიმართული სკამი აქვს. სკულპტურაზე მუშაობა გრძელდება და გამორიცხული არ არის, რომ ველოსიპედს სხვა ელემენტები კიდევ დაემატოს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სკულპტურაზე მომუშავე ხელოსნებმა განუცხადეს, მუშაობა გასულ ღამეს დაიწყეს. მათივე თქმით, გიგანტური ველოსიპედი ვარდების რევოლუციის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით იდგმება და მისი ავტორი ფრანგი მოქანდაკეა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ra-idgmeba.htmlმოვითხოვ თავისუფლების მოედნის ცენტრში გადასართველი პულტის ან "სამაკატკის" ძეგლს
This post has been edited by brevalo on 17 Nov 2011, 12:27