The Greenვა მაგრათ ტეხავს ...
[color="#FF0000"]
[center][/center]თევზაობა და ამინდი[/color]
ტემპერატურა# წყლის (და არა ჰაერის) ტემპერატურა ახდენს ყველაზე დიდ ზეგავლენას თევზის კვებით აქტიურობაზე, რადგან თევზები ცივსისხლიანი არსებები არიან და მომენტალურად რეაგირებენ წყლის ტემპერატურის ყოველ ცვლილებაზე - იქნება ეს წყლის გაცივება თუ გათბობა.
# წყლის ტემპერატურა, რომელზეც თევზი ყველაზე კარგად იკვებება არის - 12-18 გრადუსი ორაგულისებრთათვის და 24-28 გრადუსი კობრისებრთათვის.
# თუ წყლის ტემპერატურამ ნორმაზე ქვემოთ დაიწია, თევზის კენკვა სუსტდება, მაგრამ თუ წყლის ტემპერატურამ მცირედით დაიწია ცხელი პერიოდის შემდეგ, კენკვა უკეთესი ხდება.
# წყლის ტემპერატურის უეცარი მკვეთრი ვარდნა იწვევს თევზის პირის აპარატის პარალიზებას რამდენიმე დღით.
# წყლის ტემპერატურის მკვეთრი მომატებისას თევზებს უქრებათ მადა.
# წყლის ტემპერატურის თანდათან მომატება (ცივი ამინდების შემდეგ) ნორმალურ მაჩვენებლამდე უზრუნველყოფს საუკეთესო კენკვას.
წყლის დონე# წყლის დონის უეცარი და დიდი მანძილით მომატებისას კენკვა სუსტია, რადგან თევზი ამ დროს იძულებულია ხშირად შეიცვალოს ადგილსამყოფელი.
# თუ წყლის მაღალი დონე დიდხანს შენარჩუნდა, კარგი კენკვა იქნება წყნარ ადგილებში, სადაც თევზი პოულობს თავშესაფარს.
# წყლის დონის მკვეთრი ვარდნისას კენკვა საერთოდ წყდება, მაგრამ თუ წყალი ნელ-ნელა იკლებს ნორმალურ დონემდე - კენკვა საუკეთესოა.
# თუ წყლის დონე ზედმეტად დაბალია, ამ დროს თევზაობა ნაკლებადშედეგიანია, რადგან ამ დროს წყალი გამწირვალეა და უფრო ხშირად განიცდის ტემპერატურულ ცვლილებებს.
# წყლის დონის თანდათან მატება გვალვის პერიოდის შემდეგ საუკეთესო დროა თევზაობისთვის.
# წყლის დონის გამუდმებული ცვალებადობა - ყველაზე ცუდი პირობაა თევზაობისთვის, რაც კი შეიძლევბა წარმოვიდგინოთ.
წყლის ფერი# თუ წყალი ძალიან ამღვრეულია და მის სისქეში ვერ აღწევს მზის სინათლე, ტევზი პრაქტიკულად არ რეაგირებს ნატურალურ და ხელოვნურ სატყუარებზე, თუმცა ამავე დროს შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზები შემოგვთავაზოს ფსკერულმა თევზაობამ ან თევზაობამ ცოცხალი სათყუარას გამოყენებით.
# თუ წყალი ოდნავ შემღვრეულია, ეს უნდა ჩაითვალოს იდეალურ მდგომარეობად, რადგან ტევზი კარგად ხედავს სატყუარას, მაგრამ ამავე დროს ცუდად აკონტროლებს ნაპირზე მიმდინარე მოვლენებს.
# თუ წყლის ამღვრევის მიზეზია წყალმცენარეების ლპობა, თევზს მადა დაკარგული ექნება.
# სუფთა წყალში თევზი ჩვეულებრივ კარგად იჭირება, მაგრამ თუ წყალი ძალიან გამჭირვალეა, თწვენ შეიძლება საუკეთესო კამუფლიაჟმაც ვერ გიშველოთ და თევზი მოშორდეს ნაპირს.
ატმოსფერული წნევა# თევზის საცურაო ბუშტი ყველაზე სრულყოფილ ბარომეტრზე უკეთ გრძნობს ატმოცფერული წნევის ცვლილებებს.
# თუ წნევა ბარომეტრზე დასტაბილურდა "წვიმასა" და "დარის" მაჩვენებლებს შორის, კენკვა საუკეთესოა.
# და პირიქით, თუ წნევა დასტაბილურდა მაჩვენებელზე "კარგი ამინდი", კენკვა სუსტია.
# თუ წნევის მაჩვენებელი შეყოვნდა "წვიმასა" და "ჭექაქუხილს" შორის, კენკვა ძალიან ცუდია.
# თუ ატმოსფერული წნევა ნელ-ნელა მატულობს, კენკვა კარგია, განსაკუთრებით, თუ ამას თან ერთვის წყლის თანდათან გათბობა.
# თუ წნევა ნელა წვემოთ ეცემა - კენკვა საშუალოა ან ცუდია, განსაკუთრებით თუ იმავდროულად კლებულობს წყლის ტემპერატურა.
# თუ წნევა მკვეთრად "ხტის" ზემოთ, კენკვა ცუდია.
# თუ წნევა მკვეთრად "ეცემა" - ყველაზე მშიერი თევზიც კი არ მოკიდებს პირს თქვენს სატყუარას.
მზე და მთვარე, ქარი და ღრუბლები, წვიმა და ჭექაქუხილი# თევზი გაურბის ძლიერ მზეს, განსაკუთრებით იმ ადგილებს, სადაც წყალზე ეცემა პიდაპირი მზის სხივები.
# თუ ამინდი ძალიან მზიანია, კენკვა სუსტია, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მზის სხივები აირეკლება კლდოვანი ნაპირისგან.
# მზიან ამინდში კარგი კენკვა შეიძლება იყოს ჩრდილში დილით და საღამოს.
# თუ შეინიშნება სუსტი მოღრუბლულობა, კენკვა ცუდია დაბალი ატმოსფერული წნევის დროს და საუკეთესოა, თუ წნევა მაღალია.
# თუ ცაში არის დიდი მუქი და დაბალი ღრუბლები - კენკვა ცუდია.
# თუ ღრუბლები მაღლაა და მორუხო ფერისაა - კენკვა კარგია.
# თბილი, თანაბარი ინტენსივობის და პირდაპირი წვიმა საუკეთესო დროა თევზაობისთვის.
# ცივი და ირიბი წვიმა იმის მაუწყებელია, რომ უმჯობესია სახლში დავრჩენილიყავით.
# თბილი წვიმა ცივი წყლის დროს და პირიქით, გრილი წვიმა ძალიან გამთბარი წყლის დროს ძალიან აუმჯობესებს კენკვას.
# ჭექაქუხილის წინ (პირველ დაქუხებამდე) კენკვა შეიძლება ძალიან გააქტიურდეს.
# ჭექაქუხილის შემდეგ კენკვა კარგია.
# როგორც წესი, ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის ქარები უარესია, ვიდრე სამხრეთუს და დასავლეთის, მაგრამ თუ ცივი ჩრდილოეთის ქარი დაუბერავს ზედმეტად გამთბარ წყალზე, კენკვა გაუმჯობესდება.
# ნებისმიერი მიმართულების ძლიერი ქარი არ არის ხელსაყრელი თევზაობისთვის, განსაკუთრებით თუ ის ხშირად იცვლის მიმართულებას.
# ნებისმიერი სუსტი ქარი უკეთესია, ვიდრე აბსოლუტური სიწყნარე.
# თუ ქარი უბერავს მდინარეს დინების მიმართულებით, არ არის კარგი თუ ის ცივია, ხოლო თუ თბილია, კენკვა უმჯობესდება.
# ქარი, რომელიც დინების საპირისპიროდ უბერავს, აძლიერებს კენკვას.
# ახალი მთვარე საუკეთესო დროა თევზაობისთვის.
# სავსე მთვარე ყველაზე უარესია, განსაკუთრებით, თუ ცა ამ დროს უღრუბლოა.
სტატიის ავტორი : dentist
იმედი მაქვს გამოგადგებათ ..
* * *
The Greenაჰა ნახე რო თბილისის ზღვაზე არი თევზი
BMW-M3-GTR ს თქმის არ იყოს მემგონი მართლა ლიმონკით ავალ ერთ დღეს
* * *
http://fisher.ge/index.php?showtopic=545&st=20