17 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქ. ახალციხეში, გუბერნიის წინ სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრისთვის ახალი ავტომობილების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი, დირექტორის მოადგილე გიორგი შათირიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლები დაესწრნენ.
სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველა რეგიონულ ცენტრს 10 ახალი, სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილი გადაეცა. 9 მაღალი და 1 საშუალო გამავლობის მანქანა რეგიონში გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით განაწილდა. ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 3 მაღალი და 1 საშუალო გამავლობის ახალი მანქანით სრულად შეივსო. ასევე მთლიანად განახლდა ადიგენის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი და იქ 2 მაღალი გამავლობის ავტომობილი გაიგზავნა. განაწილების ამ ეტაპზე, ახალციხის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრს 2 მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცა. ასპინძისა და ახალქალაქის სასწრაფო დახმარების რაიონული ცენტრები კი თითო-თითო მაღალი გამავლობის მანქანით განახლდა. პირველ და მეორე ეტაპებზე, სასწაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი ნინოწმინდის, ახალციხისა და ახალქალაქის რაიონში თითო ავტომობილით განახლდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება 29 ოქტომბრიდან დაიწყო. ა
მ დროისთვის რეგიონებში უკვე 114 ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანა განაწილდა.https://www.facebook.com/media/set/?set=a.4...41440456&type=1პ.ს. ამ ჯანდაცვის სამინისტროს პიარი კიდია?
5 ლაიქი აქვს სიახლეს
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)