#25534541 · 19 May 2011, 15:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ გადავათვალიერე და ამ მიმართულებით ჩემთვის საჭირო თემა ვერ ვიპოვე.
ეხლა რა მაინტერესებს. წელიწადში სადღაც მაქსიმუმ 2-3 ჯერ დავლიო (იგულისხმება 1 ლიტრაზე მეტი ღვინო და 0.5 ლიტრაზე მეტი არაყი), მეორე დღეს რასაც ქვია ვკვდები. ანუ შესაძლებელია 2-3 დღეც კი ვიყო ცუდად. ცუდად ყოფნაში გამოიხატება ის რომ მაქვს გულისრევა და თავბრუსხვევა, მიბუჟდება მთელი სხეული და ცივი ოფლი მასხავს. ვერაფერს ვერც ვჭამ და ვერც ვსვავ. ე.წ პახმელიაზე ვერანაირი საშუალებით ვერ გამოვდივარ სანამ თვითონ არ გამივლის. მაქვს გადატანილი B ჰეპატიტის მსუბუქი ფორმა და ასევე მაქვს კუჭის დიაფრაგმის თიაქარი. მაინიტერესებს ეს ფაქტორები რამდენად კავშირშია ერთმანეთთან და ალკოჰოლის დაშლასთან და როგორ შეიძლება მოვიქცე რომ "აბრატკა" არ მომცეს მეორე დღეს. როგორ ვუმკურნალო თუ იკურნება თუ თუ ქრონიკულია ეგეც მაინტერესებს.
--------------------
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.
|