http://www.imdb.com/title/tt0154420/http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=AJBHქალაქგარეთ მდებარე მდიდრულ აგარაკზე წვეულება იგეგმება,ნათესავები და მეგობრები ოჯახის უფროსის 60 წლის იუბილის აღსანიშნავად ჩამოდიან.მისაღებ ზალაში საოცარი სუფრაა გაშლილი, გახსნილია საუკეთესო ღვინო. სუფრას მხოლოდ ერთი ადამიანი აკლია-ესაა იუბილარის ქალიშვილი, რომელმაც საიდუმლო ვითარებებში თავი მოიკლა. ზეიმი იწყება. უფროსი შვილი სადღეგრძელოს წარმოთქვავს. სტუმრები ჯერ ვერც კი ხვდებიან, რომ მოუწევთ შოკის მომგვრელი და საშინელი სიმართლის გაგება...
...
კინემატოგრაფაში არსებობს მიმდინარეობა,რომელიც "დოგმა 95"-ის სახელითაა ცნობილი,ლარს ფონ ტრიერმა ჩამოაყალიბა 1995 წელს და ეს გაერთიანება გამოდის კინიშო ილუზიების წინააღმდეგ,რაც თავის მხრივ გაწერილია ე.წ. Vow of Chastity-ში.
...
ფილმი გადაღებულია ხელის კამერით,შენობაში ბუნებრივი სინათლით(არავითარი ხელოვნური განათება და ა.შ.),ცოცხალი საუნდით,სასურველი ხმის მისაღწევად ოპერატორი მიკროფონს იქნევდა ჰაერში

ფილმის გადაღების იდეა დაიბადა მაშინ,როცა რეჟისორი უსმენდა რადიოს Danish National Radio,სადაც ერთ-ერთი რადიომსმენელი ყვებოდა ისტორიას,რომელიც შემდეგ დაედო ფილმს საფუძვლად...
...
ფილმს აღებული აქვს 24 სხვადასხვა პრიზი და 15 ნომინაცია,მათ შორის კანის ჟიურის პრიზი,წარდგენილი იყო ოქროს პალმის რტოზე,სეზარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე,ოქროს გლობუსზე იგივე ნომინაციაში და ბრიტანული აკადემიის დაჯილდოვებაზე,აქაც საუკეთესო უცხოენოვან ფილმზე.
...
ვის გაქვთ ნანახი ეს ფილმი და რას ფიქრობთ?
ვისაც არ გაქვთ კიდე-გირჩევთ,ძალიან სერიოზული დრამაა
9/10 This post has been edited by DARKnodo on 20 Aug 2009, 03:57