#32284642 · 25 Jul 2012, 21:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლტოლვილებით დასახლებულ საბავშო ბაღის შენობაში , მეზობლები საერთო ეზოში აშენებენ ოთახებს და ყიდიან და აქირავებენ. გასასვლელი გზა აღარ არის დატოვებული. მაინტერესებს არის თუ არა ეს უკანონო? რატომ არ რეაგირებს ამაზე მთავრობა? სხვა მეზობლებს საჩივარი არ შეაქვთ, რადგან ქართული მენტალიტეტის გამო ეშინაით მერე დაცინვის და გარიყვის. მე არასრულწლოვანი ვარ და ასე ვთქვათ მთელს სამეზობლოს ვერ დავუდგები გიჩივით მეთქი. მაგრამ საჩივრის გარეშე და თავდებად ვინმეს დადგომის გარეშე მთავრობა არ უნდა ჩაერიოს? იმდენი რამ დაანგრიეს არავის არ უჩივლია ისე, მხოლოდ იმიტომ რომ უკანონოდ ჩათვალეს და ამ შემთხვევაში რატომ ხუჭავენ თვალს? უბრალოდ ანონიმურად რომ შევიდეს ინფორმაცია რომ ასეთი რამ ხდება, მოვა და მიხედავს ვინმე?
This post has been edited by Captain_Jack on 25 Jul 2012, 21:07
|