მეუღლე გადმოვაპორტირე ჯეოსელზე.
ყველამ იცით, რომ ამისათვის უნდა მიგვეღო ორივეს საჩუქრად 30-30 წუთი შიდა ქსელზე. პორტირებულ ნომერს 1 თვის განმავლობაში შეეძლო ამ ნაჩუქარი წუთების გამოყენება, მე კი, როგორც რეკომენდატორს - სულ რაღაც 2 დღე (ეს პირველი მასხრობა).
დღეს მოხდა პორტირება და სმს-იც მივიღე, სადაც ნაჩუქარი 30 წუთის გამოყენებისათვის 1 ლარის ჩარიცხვას მთხოვენ (ესეც მეორე მასხრობა).
ანუ ეს უკვე საჩუქარი აღარ გამოდის. მე შეტანილი 1 ლარის სანაცვლოდ ვიღებ 30 წუთს (მიუხედავად იმისა, რომ ეს ლარი ისევ ჩემს ანგარიშზე რჩება).
და ბოლოს, მასხრობის პიკი:
ნაჩუქარი 30 წუთის გამოყენების ვადის ათვლა უკვე დაწყებულია და თუ დღეს-ხვალ არ შევიტანე 1 ლარი, საჩუქარსაც ვეღარ მივიღებ.
თანაც სმს მომივიდა 16:07-ზე და მაშინვე რომც გავვარდნილიყავი და 1 ლარით შემევსო ანგარიში, მაინც არ გამომივიდოდა 2 დღე სარგებლობა.
ვფიქრობდი, რაში გამოვიყენო ეს ნაჩუქარი წუთები-თქო, ისედაც არ მიყვარს ტელეფონზე საუბარი.
მადლობა ჯეოსელს, რომ ამაზე ფიქრი აღარ მიწევს

.
This post has been edited by Int3lig3nt on 11 May 2011, 23:26