26 თებერვალს, კვირას, 15:00 საათზე, ქ. რუსთავში შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე გაიმართება წყვილთა რბოლა.
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის მოქმედი ლიცენზია.
შეჯიბრი გაიმართება 3 განსხვავებულ კლასში: AWD, RWD, FWD.
უკანა წამყვან თვლებიან ავტომობილთა კლასში დაშვებულია ლეგენდის ტიპის ავტომობილებიც.
წლის განმავლობაში ჩატარდება 6 ეტაპი და გამოვლინდება კლასში საქართველოს ჩემპიონი.
დანარჩენი 5 ეტაპის კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის თბილისის ფორუმზე გამოქვეყნებულ კალენდარში .
წინა სასტარტო გადასახადი 30 ლარი. რეგისტრაცია 13:00სთ-დან - 15:00სთ-მდე. გამონაკლისები არ დაიშვება!
თითოეულ მონაწილეს შეუძლია სხვადასხვა კლასებში გამოსვლა შესაბამისი ავტომობილით (ყველა კლასში ცალ-ცაკე გადასახადით).
მიმაგრებული სურათი