ბალადა მედროვეთა და ვაზელინისა
ავტორი:
მამაჩემიამასწინათ ვაზელინის ჩივილს მოვკარ ყური ღამით,
მედროვეებს უჩიოდა და ამბობდა – "დასაბამით
სამკურნალო–საამებლად შემქმნა ღმერთმა... დღეს კი ნახეთ,
რა დამმართეს, რა მაკადრეს და საშველი მიკარნახეთ!...
როგორც კი დრო შეიცვლება, ჩემთვის ჩნდება დიდი შიში –
მედროვენი გამხსნიან და მთელი მოდგმა, მთელი ჯიში
მურტალ ცხვირ–პირს გაიგლესენ.... დახარჯავენ მთელ ჩემს დოზას....
და ახალი "შესაძრომი" რაწამს შექმნის ნანატრ პოზას,
უმალ "ვაშას" ძახილით და ერთმანეთის ჯიქნა–ბუქნით,
თავს დურთავენ... არ არჩევენ არც სიგამხდრით, არც სიმსუქნით –
მთავარია თავი იყოს შიგნით – დარჩეს გარეთ მხრები
და ვაი, რომ ამ საქმეში ყოველთვის მე ვეხმარები.
დავიღალე აღარ მინდა ეს გარემო საარსებო!
ღმერთო, იქნებ შემიცვალო ფუნქცია და გავხდე წებო,
რომ თავიდან შევაძვრინო სრიალ–სრიალ... ფრთხილად... ნაზად....
მაგრამ უცებ გავქავდე და გავამზადო ჩასარაზად
იმ "საძრომის" კედლები და გავიხარო მეც იმ შრომით,
რომ შერწყმული ძეგლი შევქმნა მძრომელით და შესაძრომით.
მაგრამ მალე ხმა ჩაუწყდა.... თუმც ისმოდა დიდხანს კვნესა....
აბა, როგორ გაიხარებ, როცა დროც კი გახდა ქლესა!