ჰმ,6 წელია,ამ ფორუმზე ვარ,ლამის 50K პოსტიც მაქვს და ჯერაც მიჭირს თემის დაწყება.ყველაზე რთული დაწყებაა,მერე კი მიდის წყალივით.შანსი არაა,ერთი 10 წუთი რომ არ ვიფიქრო ხოლმე,როგორ დავიწყო თემა და ბოლოს მაინც ყველაზე ბანძი ვარიანტით ვიწყებ,როგორც წესი. ამიტომ,ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე,პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
მოუთმენლად ველოდები 21 მაისის ივენთის დაწყებას რამდენიმე მომენტის გამო.ინტერესით ვიწვი,რა მოხდება...
საინტერესო მომენტები:
1. რუსეთის ფაქტორი - ყველა სხვა ივენთებისგან განსხვავებით,ეს ივენთი თუ წარუმატებელი გამოდგება,ეს რუსეთის პრესტიჟს პირდაპირ დაარტყამს და ამიტომ მგონია,რომ წელს განსხვავებული სანახაობა მოგველის.ბურჯანაძის ვიზიტებს კრემლში გარკვეული დამღა უნდა დაესვა წლევანდელი მოახლოებული აქციებისთვსი.კრემლი პირდაპირ თუ არა,ირიბად მაინც ჩავითრიეთ თამაშში და ჩვენი წარუმატებლობა უკვე მისი წარუმატებლობის ტოლფასია.სასწორზე მოსკოვის პრესტიჟი დევს და უფრო იმედიანად ვუყურებ წლევანდელ აქციებს,ვიდრე მის წინამორბედებს.მარტო "ჩაქუჩებითა" და "ცოცხებით" შორს ვერ გავფრინდებოდით.
2. შუსუსუსა და ვანო მერაბიშვილის ფაქტორი - ადრე მეგონა,რომ ტელეკომპანია "დოჟძი" და რუსული ლიბერასტული გამოცემები რომ აპიარებდნენ მერაბიშვილსა და ქართულ პოლიციას,პოლიციის რეფორმას,ეს ქართული ფულის პირდაპირი დამსახურება იყო,მაგრამ ბოლო დროს "ნტვ"-ზეც მოხშირდა მასეთი პრაპაგანდისტული გადაცემები ივანე მერაბიშვილზე და ამან ყველაფერი თავდაყირა დააყენა.პუტინს რაც არ სურს,ის "ნტვ"-ზე ვერ გავა,სულ მთლად 100 მილიარდიც რომ გადაიხადოს ჩვენმა შუსუსუმ.მაშ, დაისმის კითხვა - რატომ? ადამიანს,რომელიც ამ პროამერიკული და ანტირუსული რეჟიმის ხერხემალია,მისი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტი(პატრინოტის აქტებზე და ეგეთებზე არაფერს ვამბობ,ჩერეზ შსს რაც გადის რაც პირიდაპირ ანტირუსული ხასიათის მოვლენაა),რატომ აპიარებს მოსკოვი? რა უნდათ,რა ჩანაფიქრი აქვთ? მე მგონი,ეს არის მესიჯი,რომ საჭირო დროს თუ ხალხის მხარეზე არ გადავა პირდაპირ,ნამეტანი თავსაც ნუ გამოიდებს მიშას რეჟიმის შენარჩუნებისთვის და მას ადგილი გარანტირებული ექნება პრორუსულ მთავრობაშიც(რა თანამდებობაზე,ეს უკვე დეტალია).ანუ მოსკოვი,წესით,უნდა აფიქსირებდეს,რომ მიშას რეჟიმის მოციელბა კი სურს,მაგრამ არაფერს ერჩის მერაბიშვილს,როგორც ასეთი.ყოველ შემთხვევაში,მე ასე მივიღებდი მაგ მესიჯს მის ადგილას.შორს ვარ იმ აზრისგან,რომ რუსეთი ქართული პოლიციის რეფორმითაა აღფრთოვანებული და მაგიტომ აპიარებენ.შესაძლოა,აღფრთოვანებულებიც იყვნენ,მაგრამ არ გააპიარებდნენ,ეს მათ ინტერესებში არ იქნებოდა.მიშისტები სხვაგვარდ თუ ფიქრობთ,მოდით და დააფიქისრეთ,რომ ორი რუსეთი არსებობს,ერთი ბოზი და მეორე სამართლიანი(იგივე რუსეთის მთავრობაში).მოდით,მოდით...(არანაირი პროვოკაცია)
ეგრე არ ხდება,რომ მერაბიშვილი დაიბარონ კრემლში და ინსტრუქციები მისცენ.ასეთი მესიჯი არის მაქსიმუმი,რაც კრემლს შეუძლია,გააკეთოს პროამერიკული რეჟიმის შსს მინისტრთან,რომელსაც კგბ-ს სკოლა არ აქვს გავლილი და "ფამილიარულად ვერ გაესაუბრები".სხვაგვარად,უტოპია და ინფანტილიზმი იქნებოდა მათი მხრიდან ბადრი-კოდუას სცენარის გათამაშება.
3. ქართველი ხალხი - ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვაბნი მომენტია ამ ივენთში.მსურს,რომ კვლავ ვნახო არაკონფორმისტი და მებრძოლი ქართველი ერი,თუნდაც მარტო კიდევ ერთხელ, რომელიც არ ურიგდება ამ რეჟიმს,ამ უსამართლობას; მსურს,რომ კიდევ ერთხელ ვნახო(გაზაფხულის მთები მწვანე

) იმედის ნაპერწკალი მათ თვალებში; მსურს,რომ გამოცოცხლებული ადამიანები ვნახო,რომლებიც დაანახებენ ამ "ახალგაზრდა რეფორმატორებს",რომ მათი გატეხვა შეუძლებელია.თუნდაც კრახით დასრულდეს(ტრადიციულად) ეს აქციები,არ აქვს მნიშვნელობა.მე მასეთი ქართველი ხალხის ნახვა მსურს...მომწყურდა,მომენატრა,თვალს დროდადრო გახარება უნდა.
4. ოპოზიცია - იცით,ნებსით თუ უნებლიეთ,ძალიან კლასნი რამ აჩვენა ოპოზიციამ და კონკრეტულად ბურჯანაძემ.ბიწაძე-გრეჩიხას ინციდენტი გასაგებია,მაგრამ...აი,მე რომ მიყვარს,ისეთი კლასნი ნაბიჯი გადადგა.ახლა გეტყვით, რასაც ვგულისხმობ: ძალიან სწორი სვლა იყო,როცა ბურჯანაძემ უარი თქვა "ქართულ პარტიასთან" გაერთიანებაზე.გამოვლილი გვაქვს მასეთი ერთიანობები და ვიცით,რაცაა.არ იყო იმის დრო,შიდა კონკურენციული ბრძოლა გაჩაღებულიყო ოპოლიდერებს შორის ერთ გაერთიანებაში(ამას მიაქციეთ ყურადღება).შუსუსუსაც მეტი რესურსი ექნებოდა "ლავირებისთვის"
და მაგ სრულიად ოპომოძრაობისთვის ზიანის მისაყენებლად,ვიდრე ახლა აქვს.ძალინ ადვილია განხეთქილების ჩამოგდება მასეთ გაერთიანებებში და როცა დაგეგმილი გაქვს აქციების წარმართვა ერთიანი რესურსით,მანდ უკვე სერიოზული დარტყმა ადგება მთლიანად აქციების მიმდინარეობასა და მათ წარმატებით დასრულებას.ახლა საკუთარი რესურსით მიდის ბურჯანაძე და აქციების ტრიუმფით დაგვირგვინება სხვების ხუშტურებზე აღარ იქნება დამოკიდებული,არც მათ რესურსზე(არც ბიო და არც ინტელექტუალურზე,არც ფინანსურზე), და ისედაც,შიდა ინტრიგების დრო არ იყო.
თუ რამე,მომავალში უნდა გაერთიანდეს ეგ ორი ძალა,მაგრამ ეს მხოლოდ ბონუსი უნდა იყოს და მასზე არ უნდა იყოს დამოკიდებული აქციების წარმატებით ჩამთავრება(თუ ძალიან გამოუვალი სიტუაცია არ შეიქმნა).მანამდე კი,ქართულმა პარტიამ უნდა მოინდომოს და ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს "სახალხო კრებას".ს ყველაფერი კი ხალხის სასიკეთოდ იმუშავებს და რა ჯობია იმას,ორი შეურიგებელი ძალა თუ ორ ფრონტს გაუშლის სააკაშვილის რეჟიმს...თავიდანვე მათი გაერთიანება წამგებიანი კი არა,დამღუპველია.ასე კი,ორი კურდღლის დევნა გაუჭირდება ხელისუფლებას და თან ხალხს ასარჩევადაც ექნება საქმე.აირჩევს იმ პოლიტიკურ ზალასა თუ ლიდერს,ვინც არ გაიყიდება,იქნება შეურიგებელი,გამოავლენს ნულოვან ტოლერანტობას ამ ხელისუფლებისადმი და ა.შ.
თუ ორივე ძალა მასეთი აღმოჩნდება(ხალხის ზეწოლითა და კონკურენციის არსებობის გამო),მაგას რა სჯობს.მერე მათი გაერთიანებაც კი მომგებიანი იქნება და დამანგრეველი - ამ ხელისუფლებისათვის.
მეორე მომენტიცაა ოპოზიციასთან დაკავშირებული,რის გამოც ინტერესით მოველი აქციებს - ხელის გულზე გამოჩნდება ყველა.გამოჩნდება,ვინ ვინაა.ახლა ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ."ერორებმა" სულ მთლად სიმართლეც რომ თქვან,მე მაგის დამჯერებელი არ ვარ.სრული გაურკვევლობაა,ვინ აიღო ფული,ვინ ვის მიეყიდა ოპოზიციიდან და ა.შ.
აქციები საუკეთესო საშუალებაა,რათა დაკვირვება ვაწარმოოთ და ჩვენვე დავადგინოთ,ვინ რას წარმოადგენს.კარტები ჩვენვე უნდა დავალაგოთ და არ შევხედოთ,ვინ ვის და როგორი შავი პიარი აუგორა.
თეთრი და შავი მანდ გამოჩნდება.
5. ან მთავრობა დამთავრდება,ან ეს ოპოზიცია.ამჯერად უკვე მართლა და საბოლოოდ.მთავრობა თუ დამთავრდება,ეს ორმაგად სასიხარულო იქნება,მაგრამ თუ ვერ დამთავრდება,სინანულის ფოზნე ერთი სასიხარულო ინფო მაინც გვექნება - ოპოზიცია სამუდამოდ დასრულდება(დიახ,რადიკალური,ანუ ოპოცია...დანარჩენ "კონსტრუქციულ-სიმპათიურებს" მე ოპოზიციად არ ვთვლი).
ეს აქციებიც თუ კრახით დასრულდა,ოპოზიცია რეაბილიტაციას ვეღრა მოახერხებს,ეს აქსიომაა და თავისუფლად შეგძვეძლება მათი ისტორიის სანაგევზე გადაშვება,მათი ოპოლიდერებისაც.ეს არის განწყვეტის წერტილი,გარდამტეხი მომენტი.ან მთავროაბ ჩაირეცხება,ან თვითონ ოპოზიცია.უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია.ძალაინ სერიოზული სახე მიეცა ამ ყველაფერ,ეს "შეფიცულები","სახალხო რაზმები" და ა.შ.
მე ისე ვუყურებ ამ აქციებს,როგორც ბოლო გაბრძოლებას.მომდევნო აქციები აღარ იქნება.კი,შესაძლოა,დროში გაიწელოს ეს ივენთი,მაგრამ მაინც ბოლო იქნება(იმედია!).მორიგ წარუმატებლობას ქართველი ერი მაგათ არ აპატიებს.ეს არის 2X2=4.
6. პოსტრევოლუციური პერიოდი - აქ ბევრი საწერია,მაგრამ ერთ მომენტზე შევჩერდები: გუშინ ბურჯანაძემ დაწერა ფბ-ზე(კითხვებს როცა პასუხობდა),გიორგაძის ადგილი ჩემს მთავრობაში არ იქნებაო.რა თქმა უნდა,ეს სრულიად გასაგები და მისაღები პასუხია.ეს ასეც უნდა იყოს.ბურჯანაძე თუ მოხდენს რევოლუციას,რატომ უნდა მიიწვუიოს თავის მთავრობაში ასეთი საშიში(მის შესაძლო გავლენას ვგულისხმობ) პიროვნება,რომელსაც პრეზიდენტობის ამბიციაც უნდა ჰქონდეს?! ან რატომ უნდა ააგორებინოს შავი პიარი ხელისუფლებას ტყუილად? მისი პასუხი გასაგები და მისაღებია,მაგრამ აქ სხვა რამეა მთავარი - ის,თუ რა პოლიტიკური კონიუნქტურა შეიქმნება ქვეყანაში და ის,რომ ყველას ექნება შანსი,ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს(რისი დეფიციტიც ახლა გვაქვს).იმჰო,ბურჯანაძეს რასაც გააკეთებინებენ,ეს იქნება გიორგაძეზე ძებნისა და დევნის შეწყვეტა.ეს არის მაქსიმუმი,რაც ბურჯანაძემ უნდა გააკეთოს;
და შემდეგ იწყება საინეტერესო: by default პოსტრევოლუციური მთავრობა იქნება გარდამავალი,ანუ ერთი ვადისა.დარწმუნებვული ვარ,კრემლს უკეთესი ვარიანტებიც ეყოლება რეზერვში,რუსეთში მცხოვრები ქართველების სახით.მთავარი ისაა,რომ კონკურენტუნარიანი პირობები ჩამოყალიბდება და საშვილიშვილოდ არავის(არცერთ კლანს,არც ბურჯანაძის კლანს) არ ექნება გარანტირებული ხელისუფლებაში ყოფნა.ბურჯანაძე თუ დაამხობს სააკას,ბურჯანაძის მთავროაბს შრომა მოუწევს და ხალხისთვის თავის მოწონება,რათა მეორე ვადითაც აირჩიონ პრეზიდენტად.check and balance სისტემა შეიქმნება არაპროამერიკულ ფრთაში(ასე ვთქვათ) და ახლა რომ სააკა ერთადერთი ფავორიტია აშუშიკასი და იგივე პროამერიკელ ალასანაის მასთან შანსიც არ აქვს,მასე აღარ იქნება.არც ერთპარტიული პარლამენტი იქნება და საერთოდაც,ქვეყანა ქვეყანას თუ არ დაემსგავსება,ოდნავი უკეთესობა და მცირეოდენი პროგრესი მაინც იქნება.(ეს იმ შემთხვევაში,თუ რუსეთის პატრონაჟის ქვეშ წარიმართება რევოლუცია და მიშიკოს გადაყენება,რა თქმა უდნა).
შიდა.ჯანსაღი კონკურენციაც მაღალი იქნება არაპროდასავლურ ფრთაში.კრემლი შანსს ერთდროულად რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს მისცემს.დაყავი და იბატონეს პრინციპია.
რაც,საბოლოოდ,ქართველ ხალხს გვაწყობს და ალტერნატივა და ამოსარცევი ნამდვილად გვექნება.
მიშა2 ვეღარ მოვა პოსტრევოლუციურ ეპოქაში.ეს ნამდვილად მასე იქნება.
და მადლობა პატრულ'ს.
მაგრამ მაქამდე შორია.ბევრი რამ წყდება ახლა.სიმართლე გითხრათ,მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ოპოზიციის შანსებს,თუ გარკვეული პროვოკაციები არ მოხდა(არ დავაკონკრეტებ)...
იმედი ვიქონიოთ,ყველაფერი კარგად იქნება

ოდესმე ჩვენც ვიხილავთ რუსთაველის ცის კამარაზე ჩრდილეოთის ციალს,ობრაზნა გავარია

დავნო პარა!