ეს ბანალური სათაური არა მხოლოდ თემის შინაარსის მიხედვით გამოვიყენე,არამედ თქვენი ინტერესის გასაღვიველბად
დღეს გადამხდა 1 არც თუ სასიამოვნო ამბავი და მინდა მოგიყვეთ,რადგანაც ამ განყოფილებას სრულიად შეესაბამება.
სკაიპში 1 ბიჭს აღმოაჩნდა ჩემი კონტაქტები და ვინაობის გასარკვევად ფეისბუკის გაცვლა შემომთავაზა,როცა მის გვერძე შევედი,ვნახე რომ ურთიერთობა ქონდა ერთ გოგოსთან და როცა მისგან დაინტერესება წამოვიდა ჩემი პერსონის მიმართ,ვუთხარი რომ მე დაკავებული მამაკაცები არ მაინტერესებდა

მან მითხრა რომ ის წარწერა არაფერს ნიშნავდა და მხოლოდ გოგოების დასაფრთხობად იყენებდა,რაც დამეთანხმებით სასაცილო ვერსიააა. მოკლედ, თავისას არ იშლიდა ეს ბიჭი და ვუთხარი,რომ იმ გოგოს მივწერდი და გავარკვევდი

დამთანხმდა(ალბათ იფიქრა ვერ გავბედავდი)მაგრამ მივწერე და აღმოჩნდა რომ ერთად 7 ტვეა ცხოვრობენ და შეყვარებულები არიან.
რაიმე განსაკუთრებული საშინელება ამ ბიჭს არ ჩაუდენია მაგრამ პროტესტის გრზნობა გამიჩნდა. მე რომ სხვა ვყოფილიყავი,შეიძლება მესარგებლა ამ სიტუაციით და ხელი შემეშალა მათი ურთიერთობისთვის,მით უმეტეს შეხვედრა უნდოდა.თქვენი აზრით,რატო იქცევიან კაცები ასე,როცა აქვთ კარგი ხანგრძლივი ურთიერთობა ქალთან,იღEბენ ყველაფერს და მაინც სხვისკენ იხედებიან,არ ფიქრობენ რომ გულს ტკენენ საყვარელ ადამიანს.ამიტომ დაფიქრდით სანამ სხვასთან თამაშს დააპირებთ.
ვიცი არასწორად მოვიქეცი და იმ გოგოსთან არ უნდა ჩამეშვა მაგრამ ჩავთვალე რომ არ უნდა შერჩეს
მითხარით რამე