ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსული სამხედრო ტექნიკა ე.წ. საზღვრის გასწვრივ არის მობილიზებული
11:09 24-05-2011
ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული სამხედრო ტექნიკა ე.წ. საზღვრის გასწვრივ არის მობილიზებული . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა.
"ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა არ შეუყვანიათ, თუმცა ის ტექნიკა, რომელიც რეგიონშია განთავსებული, ძირითადად ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოებთან არის მობილიზებული", - განაცხადა ჯუღელმა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ასევე გაძლიერებულია ე.წ. საზღვრის კონტროლის რეჟიმი.
http://www.interpressnews.ge/ge/konfliqteb...bilizebuli.htmlირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში აღარ ჩამოვა
11:48 24-05-2011
ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში აღარ ჩამოვა. ამის შესახებ "ქართული პარტიის" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა . ასევე, "ქართული პარტია" 25 მაისს ავლაბრის მოედანზე აქციასაც აღარ გამართავს.
"განსაკუთრებით მძიმე იყო ირაკლი ოქრუაშვილის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, მაგრამ ეს იყო ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა და ის იძულებული გახდა, დამორჩილებოდა პარტიის პოზიციას", - აღნიშნა სუბარმა.
ამის მიზეზი კი, სუბარის თქმით, სახალხო კრებასთან პოზიციების შეუჯერებლობა გახდა.
"22 მაისს ნინო ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ 25 მაისს სახალხო კრება სხვა ადგილას, თავისუფლების მოედანზე გამართავდა აქციას, ამასთან როგორც ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ისე, სახალხო კრების წარმომადგენლებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ გარკვეული ეჭვები აქვთ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ერთმანეთის პარალელურად ორი აქციის გამართვით საზოგადოებაში დაბნეულობას შევიტანთ, ამიტომ, მივიღეთ ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, ჩვენ გავაუქმებთ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილ აქციას და, შესაბამისად, "სახალხო კრებას" და ნინო ბურჯანაძეს ხელს არ შევუშლით მათი გეგმების განხორციელებაში", - განაცხადა სუბარმა.
ვიდეო
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...ar-chamova.htmlბევრი არაფერი მაგრამ იყოს ეს ინფოები მაინც