#25668760 · 26 May 2011, 22:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბავშვობაში ფსიქიატრობა მინდოდა, რატომღაც მაინტერესებდა გიჟებთან ურთიერთობა, ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ასე იყო. ჰოდა რაღაცა ამ ბავშვურმა არქეტიპმა გაიღვიძა ჩემში, როცა ზოგიერთი იუზერის პოსტებს ვკითხულობ.
დღეიდან ჩემთვის, ქართულ რეალობაში, ადამიანის 2 ტიპი გაჩნდა
1. ის, ვინც ბურჯანაძის აღიარების შემდეგ ლაპარაკობს მოსმენებისა თუ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე, და ეს მიაჩნია მთავარ პრობლემად.
2. ის ვინც ყველაფერი ამის შემდეგ გაოგნებული და დათრგუნული უყურებს რეალობას იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია მსგავსი რამ.
თქვენი ჭირიმე, არ გეგონოთ რომ რომელიმე კატეგორიას უპირატესობას ვანიჭებდე. უბრალოდ მე მივხვდი, რომ როგორც ჩანს, ამ ორ კატეგორიას შორის, ფუნდამენტური განსხვავებაა ფსიქიკის სფეროში. მე ამას აბსოლუტურად სერიოზულად ვიძახი. ჩემის მხრივ, უბრალოდ დავამატებ რომ მე მე-2 კატეგორიას ვეკუთვნი.............
This post has been edited by armagedonidze on 26 May 2011, 22:39
|