ამ თემას სრული სერიოზულობით ვხსნი ... მართლა მაწუხებს ჩემი ასეთი მდგომარეობა და ამიტომ გადავწყვიტე შემეწუხებინეთ
ბოლო რამდენიმე თვეა გავაფრინე

ყველაფერზე მეტირება,ნებისმიერ წვრილმანზე შემიძლია რომ ვიტირო ...
როდესაც ვიგებ რომ ვიღაცას რაღაც უჭირს,ან რაღაც დაემართა თუნდაც ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი იყოს ვიწყებ ტირილს და მთელი დღე მეფიქრება იმ ადამიანზე და დავდივარ ესე დაგრუზული..ზოგჯერ მთელი კვირა ესე ვარ (( როდესაც tv ში აჩვენებენ რომ ვიღაცამ გაიმარჯვა,ვთქვათ რაიმე ღონისძიებაძე აი მაგაზეც კი მეტირება

ბოლოს კლინიკაში შემხვდა ავადმყიფი ბავშვი და რომ მოვრთე ღრიალი ძლივს დამაწყნარეს ((
აღარ შემიძლია ასე ცხოვრება,ყველას ჰგონია რომ გავაფრინე

ამიხსენით რა მჭირს? რატომ ვარ ასეთი ემოციური ? ვერ ვარ ?
ხო ისე ვინც ხუმრობის ხასიათზეა,თუ შეიძლება თავი შეიკავოს აქ დაფოსტვისგან ...
This post has been edited by gvancuka123 on 7 May 2011, 20:44
...