პირველ რიგში
არავის არ ვამართლებ და არ ვამტყუნებ. არის უბრალო კადრები. ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. ფორუმია და უბრალოდ განსჯისთვის იყოს.
დაახლოებით ასჯერ ვუყურე ყველა იმ ვიდეოს რომელიც გადაღებულია მეტრო რუსთაველთან. შემდეგ დავშალე კადრებად და რამოდენიმე დეტალი აღმოვაჩინე და მინდა თქვენც ნახოთ.
ესე იგი.
კორდონი გამოარღვია სულ ხუთმა მანქანამ.
ყურადღება მინდა გავამახვილო სამ მანქანაზე.
ეს არის შუაში მდგარი, მესამე მანქანა. რომელზეც აშკარად ჩანს ჩამოკიდებული კაცი.

რომელიც შემდგომ სავარაუდოდ ჩამოვარდა. კადრებში აშკარად ჩანს მანქანიდან ჩამოწეული ფეხები და გაშვებული ხელები.

მას უკან მოსდევს თეთრი ფერის მანქანა, რომელზეც ორი ადამიანია შემომდგარი.

ამის შემდეგ კამერა იწყებს თამაშს და შეტრიალების დროს ერთ-ერთ კადრში ჩანს შემდეგი სურათი.

ჩანს რომ მეოთხე მანქანიდანაც ხდება ადამიანის გადმოვარდნა. რომელსაც ჩემი აზრით შემდგომ ურტყამს მაღალი სიჩქარით წამოსული ბოლო, მეხუთე მანქანა და კლავს
ეს უკვე სხვა კამერით გადაღებული კადრები



მით უმეტეს კარგად ჩანს რომ მანქანების მოედანზე გამოსვლის დროს, თეთრ მანქანაზე აღარავინ ჩანს.

ორი სხვადასხვა კამერიდან გადაღებულ კადრებში აშკარად გარკვევით ჩანს შემდეგიც.. ერთ ადგილზე შეჯგუფებული სპეცნაზი.


და შემდგომ იდენტური ადგილი

დარწმუნებული ვარ მაღალი ხარისხის ვიდეოზე (და არა გადაკონვერტირებული ფლეშ პლეიერისთვის) ბევრი საინტერესო დეტალი იქნება.
დანარჩენი თქვენ განსაჯეთ
This post has been edited by ozzy_ka10 on 30 May 2011, 18:22
ცოტა ნელა ილაპარაკე.. ###ზე დაკიდებას ვერ ვასწრებ..
--------