რადიოსადგურთა ქსელს 20 340 ლარი საეთერო დროის გამოყოფისთვის;
9 დეკემბერს ტელეკომპანია „კავკასიას“ ტრანსლაციის უზრუნვესაყოფად 30 000 ლარი;
13 დეკემბერს გაზეთ „რეზონანსს“ სარეკლამო მომსახურებისთვის 2400 ლარი;
13 დეკემბერს ტელერადიო კომპანია „თრიალეთს“ 10 000 ლარი პრეზენტაციის ეთერში გაშვებისთვის;
19 დეკემბერს ინტერნეტ ტრანსლაციისთვის შპს „ნიუსრუმს“ 828 ლარი;
19 დეკემბერს ფოტომომსახურებისთვის შპს „ახალ ამბებს“ 1416 ლარი;
19 დეკემბერს შპს ახალი ამბების სააგენტო კავკასუსნიუსს“ საინფორმაციო მხარდაჭერისთვის 1987 ლარი;
19 დეკემბერს ტრანსლაციის უზრუნველყოფისათვის შპს „რადიოცენტრი პლიუსს“ 2110 ლარი;
22 დეკემბერს გიორგი უძილაურს სოციალური მედიის მონიტორიგისთვის - 5625 ლარი;
22 დეკემბერს სააგენტო „ჯი ეიჩ ენს“ პრესრელიზების გავრცელებისათვის 600 ლარი;
22 დეკემბერს შპს ტელეარხი „25“-ს ტრანსლაციის უზრუნველყოფისთვის 663 ლარი;
23 დეკემბერს საინფორმაციო მხარდაჭერისთვის შპს „ახალი ამბების სააგენტო კავკასუს ნიუსს“ 1986 ლარი;
26 დეკემბერს გიორგი უძილაურს სოციალური მედიის მონიტორინგისთვის 375 ლარი;
26 დეკემბერს შპს „საგამომცემლო ცენტრს საერთო სიტყვა“ ერთჯერადი სპეცგამოცემის მომზადებისთვის 14 000 ლარი; 29 დეკემბერს შპს „რე ანიმატორს“ სატელევიზიო ვიდეორგოლისთვის 17 630 ლარი;
29 დეკემბერს შპს „რეანიმატორს“ სატელევიზო ვიდეორგოლის მოსამზადებლად 72 370 ლარი;
29 დეკემბერს რადიო „უცნობს“ საქმიანობისთვის რეკლამირებისთვის 31 400 ლარი;
29 დეკემბერს შპს „რადიო ცენტრი პლიუსს“ საქმიანობის რეკლამირებისთვის 31 400 ლარი;
29 დეკემბერს ტელეკომპანია „კავკასიას“ - სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის 147 892 ლარი;
29 დეკემბერს შპს „ჩოხატაურის მაცნეს“ (გაზეთი „გურია ნიუსი“) საქმიანობის რეკლამირებისთვის 54 150 ლარი;
29 დეკემბერს შპს „გაზეთი რუსთავის ამბებს“ საქმიანობის რეკლამირებისთვის 7 875 ლარი;
29 დეკემბერს სტუდია „მაესტროს“ სარეკლამო რგიოლების განთავსებისთვის 195 621 ლარი;
29 დეკემბერს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის 83 261 ლარი.
ნონა ყანდიაშვილი - გამოქვეყნებული დოკუმენტი ნამდვილია
(სამშაბათი, 10 იანვარი 2012 14:14)
ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნონა ყანდიაშვილის განცხადებით, „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული „ხარჯების ანგარიშგება“, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მედიასაშუალებებისთვის გადარიცხული თანხების რაოდენობას ასახავს, ნამდვილია.
„კი, ეს დოკუმენტი ჩვენ კონტროლის პალატამ მოგვთხოვა და გავუგზავნეთ კიდეც. „ხარჯების ანგარიშგება“ სრულად ასახავს მითითებულ პერიოდში ანუ ორ თვეში გაწეულს ხარჯებს“, - განუცხადა ნონა ყანდიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა დოკუმენტის „ხარჯების ანგარიშგების“ ასლი, სადაც ასახულია 2011 წლის 01 ნოემბრიდან 2012 წლის 1-ელ იანვრამდე რა თანხები ჩაურიცხა „ქართულმა ოცნებამ“ მედიასაშუალებებს.
დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივმა მოძრაობამ რამდენიმე მედიასაშუალებას ორ თვეში სულ 692 948 ლარი ჩაურიცხა.
http://ick.ge/ka/articles/9344-2012-01-10-09-57-56.htm This post has been edited by sexi-bicola on 10 Jan 2012, 14:41
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █