აი მას შემდეგ რაც წესიერი ინტერნეტი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ამასთან ერთად რათქმაუნდა კომპიუტერი (გაცილებით ადრე) ვიფიქრე რომ აღარასდროს მომიწევდა ამ რარიტეტულ ნივთთან შეხება, თუმცაკი არცთუისე დიდი ხნის წინ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ნივა, საზიზღარი აუდიო სისტემით და მომიწია ნახევარი თბილისი მომეარა რომ პრაკტიკაში კარგად გამოცდილი და გაცვეთილი TDK-ს აუდიო კასეტები მეშოვნა და მანქანაში წესიერი მუსიკისთვის მომესმინა ( აბა არ დაიდარდოს და სთარ FM-ს ჩემმა მტერმა უსმინა

) არადა ადრე მახსოვს 107.4 კაი ტალღა იყო მარა დღესდღეობით რასმუსს უშვებენ ეთერში

ჰოდა ამოვქექე ჩემი ძველი კასეტები, Aerothmis, Led zeppelin, Deep purple, Black sabbath, Ozzy Osbourne და ა.შ თუმცაკი ამანაც არ დამაკმაყოფილა რადგან ღრმა ბავშვობაში ვუსმენდი ამათ, ჰოდა ბევრი წვალების შემდეგ ვიპოვნე მაღაზია სადაც ჯერ კიდევ იყიდება აუდიო კასეტები და აღმოვაჩინე რომ თურმე ჩემს ე.წ. მუსიკალურ ცენტრს USB-დან კასეტაზე ჩაწერის ფუნქციაც ქონია, გავტენე 5-6 კასეტა (ჯერჯერობით) და ვუსმენ, ჰოდა რატო ვქმნი ეხლა ამ თემას, მგონი რომ ზუსტად მელომანიას ეხება ეს და დარწმუნებული ვარ ყველას აქ მპოსტავს აქვს გამოვლილი ის დრო როცა აუდიო კასეტებზე უსმენდნენ მუსიკას...
ჰოდა, აბა გავიხსენოთ 90-იანები და 2000-ის დასაწყისი მეგობრებო (: