"დინამო" თბილისის ერთგული ფანების – "გლადიატორების" ორგანიზირებით თბილისში ქართულ საფეხბურთო კლუბთა ფანებს შორის გაიმართება ერთდღიანი საფეხბურთო ტურნირი – "ბალუს თასი" 2011. ბალუ – ლევან ღამბაშიძე, "დინამო" თბილისსი ფან–კლუბის დაარსების დღიდან,ერთ–ერთი ლიდერი გახლდათ,რომელიც 26 წლის ასაკში ტრაგიკულად გამოემშვიდობა სიცოცხლეს.
აღნიშნული ტურნირი ამჯერად ვაკეში,ფიზკულტურის ინსტიტუტთან მდებარე სტადიონზე ჩატარდება.გათამაშება ერთდღიანი იქნება.თავდაპირველად ორი 1/2 ფინალური შეხვედრა გაიმართება,შემდეგ კი მატჩი მესამე ადგილისათვის და ბოლოს ფინალური შეხვედრა – რათა გამოვლინდეს "ბალუს თასის" პირველი გათამაშების გამარჯვებული გუნდის ვინაობა.
"ბალუს თასი" 2011–ის გათამაშებაში თავდაპირველად მონაწილეობა "დინამო" თბილისის ფანებს – "გლადიატორებს",რუსთავის "ოლიმპის" ფანებს,ქუთაისის "ტორპედოს" ფანებს – "ჯუნგლებს" და "ზესტაფონის" ფანებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა,თუმცა ზესტაფონელი გულშემატკივრები თბილსში ჩამოსვლას საპატიო მიზეზების გამო ვერ ახერხებენ, მათ ნაცვლად ტუნრირში მონაწილეობას ბალუს მეგობრები მიიღებენ.
"სამწუხაროდ გასაგები მიზეზების გამო ვერ ახერხებს "ზესტაფონის" ფან–კლუბი 25 მაისს თბილისში ჩამოსვლას და აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მიღებას.ზესტაფონელების ნაცვლად თავად ბალუს მეგობრებით დაკომპლექტებული გუნდი დაემატა "ბალუს თასის" გათამაშებას.სასიამოვნოა,რომ მეტოქე გუნდის ფანები ერთად მოვიყრით თავს,რაც ხელს შეუწყობს ჩვენს შორის უფრო კარგი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.ამით ყველას დავანახებთ,რომ საფეხბურთო დაპირისპირება არ უნდა გასცდეს სპორტულ ფარგლებს,ერთმანეთს ფეხბურთის თამაშში და საკუთარი გუნდის უკეთ ქომაგობაში უნდა გავეჯიბროთ" – აღნიშნა "გლადიატორების" ლიდერმა და ტურნირის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა როლანდ გაფრინდაშვილმა.
25 მაისს კარგი საღამო უნდა იყოს...
ვითამაშებთ...უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს და ა.შ
http://gladiators.ge/index.php?newsid=62http://worldsport.ge/Read.aspx?news=20628
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN