დემოკრატია — სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით.
იყო დრო, როცა ნინო ბურჯანაძე ხალხს წარმოადგენდა და იყო ქვეყნის მეორე, შემდეგ პირველი და შემდეგ ისევ მეორე პირი. და ვკითხულობ: ამ შანსების განმავლობაში, რა გააკეთა ქალბატონმა გარდა იმისა, რომ 1 ლარად იყიდა ვილა? ვინმეს შეუძლია რამე კონკრეტული ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯი დაასახელოს?
თანასწორობა #1:
უკაცრავად და რომელ თანასწორობაზეა ლაპარაკი, როცა ქალი არაფერს წარმოადგენს და 6 ჯიპიანი ამალა დაყვება. შედარებისათვის სააკაშვილი თავის დროზე 1 ბრონირებული უაზით და ერთი მწვანე 07-ით დადიოდა.
თანასწორობა #2
რომელ თანასწორობაზეა ლაპარაკი, როცა ქალმა ბოროტად ისარგებლა თანამდებობით და 1 ლარად იყიდა ვილა? რომელიმე თქვენგანს ჰქონია ოდესმე მსგავსი შანსი? მე პირადად არ მქონია.
თანასწორობა #3
რომელ თანასწორობაზეა ლაპარაკი, როცა მიიპარებიდა მიტინგიდან და ერთიც არ უთხრა თავის ხალხს ეხლა სადაცაა სპეცრაზმი შეგდგებათო? საკუთარ ტყავზე არ უნდოდა რომ გამოეცადა დემოკრატიის დუბინკები?
თანასწორობა #4
როდესაც სამოქალაქო ომის საკუთარ თავზე აღება-არაღების ფიქრში იყო გართული, ერთხელ მაინც უფიქრია იმაზე, რომ იმ 500-1000 კაციან სავალდებულო მსხვერპლში თავად იქნებოდა? ან მისი ორივე შვილი და ქმარი? თუ ჯერ მდაბიოები უნდა დაიხოცონ, რომ მისმა აღმატებულებამ კარგად იცხოვროს და მაღალი ტრიბუნიდან ლექციები გვიკითხოს?
თანასწორობა #5
რატომ ახდენს ასეთ ფორსირებულ პოლარიზაციას საზოგადოების იმ ნაწილთან, ვინც მას მხარს არ უჭერს? ნუთუ დემოკრატ ბურჯანაძეს არ ესმის, რომ ვინც მას მხარს არ უჭერს ისიც მისი მოქალაქეა და თუ პრეზიდენტობაზე აქვს ამბიცია, შუაზე არ უნდა გაყოს საზოგადოება და ერთ მახრეს მეორეს დასარბევად არ უნდა აქეზებდეს.
თანასწორობა #6
როცა თბილისის მასშტაბით მანქანების დაწვაზე და მაღაზიების ძარცვაზეა ლაპარაკი, რატომ უნდა დაუწვან მანქანა ვინმე პეტრე პავლიაშვილს, რომელიც სავარაუდოდ იმ მანქანით ოჯახს ინახავს და რატომ უნდა გადარჩეს ქალბატონი ნინოს ტოიოტა ლენდ კრუიზერი, ამ მერსედეს ემელი?
თანასწორობა #7
რატომ ჰგონია ქალბატონ ნინოს, რომ პაკლონნაია გორაზე დგომა საპატიო საქმეა. მდგარა ოდესმე ჩვენი ჯარისკაცების საძმო სასაფლაოზე, მას მერე რაც ოპოზიციაში გადავიდა? ერთხელ მაინც პატივი მიუგია ომში დაღუპულებისათვის?
და თქვენ ვინც ჯერ ისევ მხარს უჭერთ და ცდილობთ გაამართლოთ თქვენი ლიდერი, რას ელით მისგან? მე მივმართავ არა ნონა გაფრინდაშვილს ან რომელიმე "მინისტრად გამზადებულ" კანდიდატს, არამედ მივმართავ ჩვეულებრივ აქტივისტს, რომელიც იქ ფარ-ხმალ ასხმული იცავდა ბოლო მომენტამდე მიტინგს:
რას ელით?
თქვენ გგონიათ, რომ თქვენი წარუმატებლობა სააკაშვილის ან რომელიმე სხვა ლიდერის ბრალია?
თქვენ გგონიათ, რომ ნეტარი 80-იანი წლები დაბრუნდება, როცა საბჭოთა კავშირის სოსკას წოვდა მთელი საქართველო?
თქვენი აზრით ადამიანის უფლებებს დაიცავს ის ადამიანი, ვინც შევარდნაძის პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ერთხელაც არ გაულაშქრია კორუპციის და ქაოსის წინააღმდეგ?
თქვენ გგონიათ, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და ყველანი თანამდებობებზე მოჯდებით?
თქვენ გგონიათ, რომ რუსეთი დაგვიბრუნებს მიტაცებულ მიწებს? თუ ეგ უკვე აღარც გადარდებთ? სააკაშვილმა ხომ უკვე დაკარგა ეგ მიწები. ვსიო.
თქვენ გგონიათ, რომ ანზორიკო ან გუნცაძე მხედართმთავარი დემოკრატი იქნება? მაგისმა ძმამ ვიღაცა კინაღამ მოკლა დაბადების დღეზე რამდენიმე წლის წინ და ადგილზე მისულმა უფროსმა ძმამ იცით რა თქვა: ერთობოდნენ ბავშვებიო.
ნუთუ გგონიათ, რომ ელიავას შრომის ბირჟა ერთი ლიდერის მეორეთი ჩანაცვლებით გაქრება?
თქვენი აზრით თქვენნაირ აქტივისტებს აწინაურებენ? მაგალითისთვის მოგიყვანთ "კმარელებს" რომელთა 99% სანაგვეზე გაუშვეს რევოლუციის შემდეგ. თქვენი ლიდერი რითია უკეთესი?
როგორი სკურპულიოზური გათვლებით გეგმავდა მთელი ოჯახი გადატრიალებას და ამ საქმეში ჩართული იყო უკლებლივ ყველა წევრი. დავიჯერო ბურჯანაძე-ბიწაძეების ოჯახი ესოდენ დიდი საბადოა ნიჭიერი პოლიტიკოსების და ქვეყნის ქომაგების?
ან რა პრინციპია დემოკრატიის და თანასწორობის, როცა ქუჩას კეტავ განუსაზღვრელი ვადით და სხვებს აწუხებ შენი ამბიციებით? სააკაშვილი საერთოდ არ დადის პეკინის გზით თუ მაგის ნერვებზე თამაშობთ. მიდით და ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლე გადაკეტეთ რას ერჩით ამ პარლამენტს და ტელევიზიას? თუ მანდ მეტრო კარგად უდგება? შეგახსენებთ, რომ ავლაბარშიც ამოდის მეტრო, ასე რომ იქით გადაინაცვლეთ და აცალეთ ხალხს, რომ საქმე აკეთოს და ოჯახები არჩინოს და დედა არ გაგინოთ, რამდენჯერაც თქვენ გამო შემოვლითი გზით მოუწევთ სიარული.
თქვენ გინდოდათ ომი, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ ქვეყანას გინდა სიკეთე მოუტანოთ, თუ უბრალოდ ძალაუფლებამ და დიდმა ფულმა მიჩვევა იცის?
ასე მგონია, რომ ქალბატონი ნინოს სკამზე უფრო მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერია. ოღონდ ეგ იყოს პრეზიდენტი და დანარჩენ ყველაფერს კისერიც უტეხია ხო?
თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილს მხარს არავინ უჭერს? თქვენ ხო გიჭერენ, რას ამბობთ.
[/B][B] This post has been edited by mrgio on 30 May 2011, 11:07